რუსეთის საფონდო ბირჟამ ოთხშაბათს ვაჭრობა მკვეთრი ვარდნით დაიწყო. როგორც moscowtimes.eu წერს, მოსკოვის ბირჟის ინდექსი, რომელიც აკონტროლებს 43 უმსხვილესი რუსული კომპანიის კაპიტალიზაციას, 3,6%-ით დაეცა.
ვარდნაში ლიდერობდნენ „როსნეფტი“ (-6,6%) და „სოვკომფლოტი“ (-7%), რომლებსაც ევროკავშირის ის ახალი სანქციები შეეხებათ, რომელიც რუსული ნავთობისთვის „ფასის ჭერს“ აწესებს. „სბერბანკის“ აქციები ამ დროისთვის 3,9%-ით დაეცა, „გაზპრომის“ - 3,7%-ით.
როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ინვესტორები გაურკვევლობაში არიან იმ ჭორების ფონზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის შესაძლო ახალი მიმართვას უკავშირდება. შესაძლოა რუსეთის პრეზიდეტნმა უახლოეს პერიოდში უკრაინაში სპეციალური ოპერაციის სტატუსი შეცვალოს.