ძრავებისა და აღჭურვილობის იაპონურმა მწარმოებელმა Yanmar-მა 2023 წლის აპრილიდან რუსეთში საქმიანობის სრული შეწყვეტა გამოაცხადა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი: „Yanmar შეწყვეტს ყველა ოპერაციას ჩვენს ადგილობრივ შვილობილი კომპანია Yanmar RUS LLC-ში, როგორც კი შესაბამისი პროცედურები დასრულდება. ოპერირების შეწყვეტა ძალაში სავარაუდოდ 2023 წლის აპრილის დასაწყისში მოხდება. ინფორმაცის უკრაინული მედია ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ Yanmar RUS, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, 2014 წლის თებერვლიდან ყიდის და ემსახურება სამრეწველო აღჭურვილობასა და სათადარიგო ნაწილებს.
Yanmar დაარსდა ოსაკაში, იაპონია 1912 წელს და გახდა პირველი კომპანია, რომელმაც მოახერხა კომპაქტური დიზელის ძრავის შექმნა 1933 წელს.
დღეს კომპანია აწარმოებს დიზელის ძრავებს, კერძოდ იახტებს, სამრეწველო აღჭურვილობას, სასოფლო-სამეურნეო და სამშენებლო აღჭურვილობას, ენერგეტიკულ სისტემებს და ჩარხებს.