რუსეთის ბაზარს პირველი დასავლური ფარმაცევტული კომპანია ტოვებს

რუსეთის ბაზარს პირველი დასავლური ფარმაცევტული კომპანია ტოვებს

access_time2022-10-20 20:00:04

ფინურმა კომპანია Orion Pharma-მ (OP) რუსული ოფისის ლიკვიდაცია დაიწყო - მისი საბოლოო დახურვა წლის ბოლომდე იგეგმება. როგორც vedomosti წერს, ეს იქნება უცხოური ფარმაცევტული კომპანიის მიერ რუსეთის ფედერაციის დატოვების პირველი გახმაურებული შემთხვევა.


გამოცემის წყაროს ცნობით, ამ დროისთვის კომპანიის ადგილობრივი ოფისის თანამშრომლები გათავისუფლებულია. ეს ინფორმაცია OP-ის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემას დაუდასტურა.


OP რუსეთში 15 წელია მუშაობს. 2021 წელს კომპანია DSM Group-ის მიხედვით უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების რეიტინგში 98-ე ადგილზე იყო. 2022 წელს მან 90-ე ადგილზე გადაინაცვლა.


კომპანიის რუსული განყოფილების შემოსავალმა 2021 წლისთვის 4,7 მილიარდ რუბლს მიაღწია, რაც 2020 წლის მაჩვენებლებზე 45%-იან ზრდას აჩვენებს. კომპანიის წმინდა მოგებამ იმავე პერიოდში შეადგინა 121,6 მილიონი რუბლი, 129,7 მილიონი რუბლის წინააღმდეგ ერთი წლით ადრე.



კომპანიის მთავარი პრეპარატი მეტიპრედია, რომელიც განკუთვნილია რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. ანალიტიკურ კომპანია RNC Pharma-ს განვითარების დირექტორის ნიკოლაი ბესპალოვის თქმით, ამ წამალზე რუსეთში საერთაშორისო გენერიკული სახელწოდება მეთილპრედნიზოლონის პრეპარატების გაყიდვევის 82%-ი მოდის შეფუთვების მიხედვით, ხოლო 84%-ი თანხობრივად.


vedomosti წერს, რომ თუ OP დახურავს თავის ოფისს რუსეთში, ეს იქნება პირველი ცნობილი შემთხვევა, როდესაც უცხოური ფარმაცევტული კომპანია დატოვებს რუსეთის ბაზარს. ეს იმ ფონზე, როდესაც 17 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სერგეი გლაგოლევმა ისაუბრა იმაზე, რომ ამ ინდუსტრიის არც ერთ უცხოელ მოთამაშეს რუსეთის ბაზარი არ დაუტოვებია. vedomosti-ს მიერ გამოკითხულ ექსპერტებს ასევე არ ახსოვთ შემთხვევა, როდესაც უცხოურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ დახურა რუსული ოფისი ან მთლიანად შეაჩერა მიწოდება.


რუსეთში მიაჩნიათ, რომ ბაზრის დატოვებით უპირველეს ყოვლისა თავად ფარმაცევტული კომპანია დაზარალდება. ბესპალოვის თქმით, რუსეთი ფინური კომპანიისთვის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგივე პერსპექტივები ჰქონდეს ევროპაში. 2022 წლის პირველ ნახევარში აღმოსავლეთ ევროპის ბაზარმა და რუსეთმა შეადგინა გლობალური OP გაყიდვების 17%, ანუ 44 მილიონი ევრო, რაც გამომდინარეობს ინვესტორებისთვის პრეზენტაციიდან. ეს კომპანიისთვის სიდიდით მეორე ბაზარია ფინეთის შემდეგ.


ამ დროისთვის, OP აგრძელებს რუსეთში მზა მედიკამენტების იმპორტს, წლის განმავლობაში მიწოდების მოცულობა პრაქტიკულად არ გაზრდილა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში სახეზეა კლება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up