რუსეთის მარკეტების დახლებზე მალე გამოჩნდება ინდოეთში, ჩინეთში და თურქეთში წარმოებული ღვინოები. ამით საცალო გამყიდველები ევროპული ქვეყნებიდან ღვინის მიწოდების შესაძლო შეფერხებებისგან იზღვევენ თავს. დღემდე რუსეთის ბაზარზე ზემოხსენებული ქვეყნების ღვინოები არ შედიოდა. ამის შესახებ rb.ru წერს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
სადისტრიბუციო კომპანიები Ladoga და Luding გაყიდვების დაწყების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.
ამ ქვეყნების ღვინოებზე მოთხოვნა მათ ფასზე იქნება დამოკიდებული. დღეს რუსულ ბაზარზე წარმოდგენილი ღვინოების 85%–ის ფასი ბოთლზე 600 რუბლს აღწევს. თუ ჩინური, ინდური და თურქული ღვინოები, მაგალითად, 400 რუბლი ეღირება, რუსებს სულ მცირე მათი დაგემოვნების სურვილი გაუჩნდებათ, აღნიშნავენ ბაზრის ექსპერტები.
ზოგიერთი სავაჭრო ქსელი დღესვე მზადაა ჩინური, თურქული და ინდური ღვინოების მისაღებად, თუ მათი ხარისხი დამაკმაყოფილებელი იქნება.
დღეს რუსეთში ყველაზე მაღალი პოპულარობით რუსული, ესპანური, ქართული, იტალიური და ფრანგული ღვინოები სარგებლობენ.