„ნატახტარი“ რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ბაზრებზე  უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის დანაკარგს ითვლის

„ნატახტარი“ რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ბაზრებზე უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის დანაკარგს ითვლის

access_time2022-04-14 12:00:02

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ,,ნატახტარს“ უალკოჰოლო ტკბილი სასმელების ექსპორტი შეუმცირდა. დანაკარგის კონკრეტულ ოდენობაზე კომპანიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მონაცემებს ითვლიან, რაც საბოლოოდ მაისში გახდება ცნობილი. გარკვეული გავლენა ამ მხრივ შესაძლოა  რუსეთში შაქრიან სასმელებზე აქციზის დაწესებამაც მოახდინოს, რის შესახებაც რუსული მხარე უკვე ალაპარაკდა. 


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“  Telegram-ზე.


თუმცა, როგორც „ ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა ,,კომერსანტთან“  საუბარში აღნიშნა,  რუსეთში აქციზის გადასახადის შემოღება რუსეთში პროდუქტის ფასებზე იმოქმედებს, მაგრამ სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს. მისი თქმით, აქციზზე მეტად ბიზნესს ომის გამო შეცვლილი ბიზნესგარემო და სამომხმარებლო ბაზარზე გაზრდილი რისკები აზარალებს.


,,გართულებული გადაზიდვებისა და  საბანკო გადარიცხვების გამო ექსპორტი თითქმის შეჩერებული იყო,  რასაც ამინდის გავლენაც დაემატა, თუმცა ვითარება თანდათან გამოსწორდა.  სასმელების ექსპორტი მიმდინარე პერიოდში ისედაც შემცირებული იყო, რადგან  სეზონი პასიურია.  რამდენით შემცირდა გაყიდვები, ამის დათვლა ჯერჯერობით  ადრეა, მაისის ბოლო გვეცოდინება. მხოლოდ ერთი ფაქტორი არ არის, რასაც შეეძლო რეალიზაციის კლება გამოიწვია, კომპლექსურად რამდენიმე საკითხია. რაც შეეხება უშუალოდ აქციზის მოსალოდნელ გაძვირებას, ცხადია პროდუქტის ფასზე აისახება, მაგრამ დიდად ვერ მოახდენს გავლენას. უალკოჰოლო ტკბილი გაზიანი სასმელების იმპორტზე აქციზის განაკვეთი მოქმედებს დიდ ბრიტანეთში და ეს არ არის პრობლემა, სხვა ფაქტორები გაცილებით ნეგატიურ გავლენას ახდენენ, რაც უშუალოდ უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია“, - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ,,კომერსანტთან“.




მისი ინფორმაციით,  საექსპორტო პორტფელშიც რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის წილი ჯამურად 25%-ზე ცოტა მეტია.


ყველაზე მეტი  პრობლემა, რაზეც ხუნძაკიშვილი ყურადღებას ამახვილებს, ნედლეულის გაძვირება, გართულებული ლოგისტიკა და მომხმარებლის ქცევის ცვლილებაა.


,,ჩვენი პროდუქცია ძვირადღირებულია და რამდენად მსყიდვითუნარიანი იქნება რუსეთის ბაზარი, ეს არის მნიშვნელოვანი, რაზეც წინასწარ საუბარი რთულია. იმდენად არაპროგნოზირებადია დღევანდელი მდგომარეობა, რომ გამიჭირდება კონკრეტულ ციფრებზე ვისაუბროთ. სასაქონლო ბირჟებზე ფასები მატულობს, ძვირდება შაქარი და სხვა სახის ნედლეულიც. კომპლექსური პრობლემაა, რომელიც გაყიდვებზე გავლენას ახდენს. პირველი დღეების ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი კრიზისის დროს, მით უმეტეს, ექსპორტი რუსეთის მიმართულებით გაჩერებული იყო, ახლა გარკვეული რაოდენობა მიდის, დაგეგმილზე ნაკლებია, მაგრამ არ განულებულა. რუს იმპორტიორებს დიდ პრობლემას უქმნის გაცვლითი კურსის რისკი, ვინაიდან არ იციან, როგორ მოიქცევა რუბლი საშუალოვადიან პერსპექტივაში, მეორეც, მომხმარებლის ქცევა კრიზისული ვითარების დროს შეიცვალა, ესეც შეიმჩნევა, შეიძლება ერთი ტიპის პროდუქტზე მოხმარება შემცირდეს, მეორეზე გაიზარდოს და ა.შ. ამასთან, გართულებული გადაზიდვები, რეალურად მსყიდვითუნარიანობის კლება და სხვა, რაც ჯამში ბიზნესის პერსპექტივას ბუნდოვანს ხდის“, - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ,,კომერსანტთან“.


ცნობისთვის, კომპანია „ნატახტარი“ (სს „ლომისი“)  ქართული ლუდის და ლიმონათის ბაზრის ლიდერია.


 კომპანია საექსპორტო ბაზრებზე წარმოდგენილია 2006 წლიდან.


კომპანიისთვის პრიორიტეტი ადგილობრივი ბაზარია, თუმცა საექსპორტო არეალი 25 ქვეყანას მოიცავს და მათში რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ჯამური წილი ¼-ს შეადგენს.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up