რუსეთში, ნედლეულის ექსპორტიდან შემოსავლის კლებასთან ერთად, უცხოური ვალუტის შემოდინება კვლავ სწრაფი ტემპით იკლებს.
რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი ფინანსური ბაზრების რისკის მიმოხილვაში წერს, რომ უმსხვილესმა ექსპორტიორმა კომპანიებმა თებერვალში მოსკოვის ბირჟაზე მხოლოდ 7,8 მილიარდი დოლარის სავალუტო შემოსავალი გაყიდეს,
თებერვალში იანვართან შედარებით გაყიდვები 22%-ით, დაახლოებით 10 მილიარდი დოლარით შემცირდა, ხოლო დეკემბერთან შედარებით 15 მილიარდი დოლარით გაორმაგდა.
მსოფლიოს ძირითადი ვალუტების - დოლარისა და ევროს შემოდინება კიდევ უფრო დაეცა.
ცენტრალური ბანკის ცნობით იანვარ-თებერვალში სავაჭრო დეფიციტი - ანუ სხვაობა ექსპორტის შემოსავალსა და იმპორტის ხარჯებს შორის - სამჯერ გაიზარდა და 15,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ცენტრალური ბანკი მიმოხილვაში წერს, რონ თებერვლის ბოლოს სავალუტო ბაზარზე „დოლარის ლიკვიდობის დროებითი დეფიციტი“ დაფიქსირდა.
"ეს ნაწილობრივ ასევე გამოწვეული იყო უცხოური კონტრაგენტი ბანკების მხრიდან შესაბამისობის პროცედურების გამკაცრებით,” - განმარტავს მარეგულირებელი. ბაზარი ელოდა ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს.
დოლარის ნაკლებობამ დაარტყა ვალუტის სვოპების ბაზარს, სადაც ბანკებს შეუძლიათ სესხის აღება ერთ ვალუტაში მეორეს „გირაოს“ სანაცვლოდ.