რუსეთის მოქალაქეებმა თებერვალში ბანკებიდან 1.2 ტრილიონამდე რუბლი გაიტანეს, რაც 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, რეკორდული მაჩვენებელია, – „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შედეგად, ბანკებში არსებული რესურსი 3.5%-ით შემცირდა. ამასთან, თანხის ძირითადი ნაწილი თებერვლის ბოლო კვირაში გაანაღდეს.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ოქტომბერში მოსახლეობის მიერ ბანკებიდან განაღდებულმა დანაზოგებმა 354 მილიარდი რუბლი, რესურსის 6% შეადგინა.
1tv.ge