სანქციების ზეწოლის გამო, რუსეთის დეფოლტი არა თვეების, არამედ კვირების საქმეა. დასავლელი პარტნიორები კი სანქციების გამკაცრებას აპირებენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალის მიმართვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსული გემების მომსახურება ევროკავშირის ყველა ქვეყნის პორტებმა შეწყვიტეს. ევროკავშირის ქვეყნები ასევე იწყებენ ნავთობის ემბარგოს და „სბერბანკის“ წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების საკითხების განხილვას. ეს გადაწყვეტილებები საჭიროა რაც შეიძლება მალე უნდა მიიღონ, რადგან ეს ომის შეჩერებას ხელს შეუწყობს. რუსეთის დეფოლტი ხდება არა თვეების, არამედ კვირების საკითხია“, - განაცხადა შმიგალმა.
უკრაინულ მხარეს იმედი აქვს, რომ რუსეთის დეფოლტი მაისის დასაწყისში დადგება.