მსოფლიო პატრიარქის განცხადებით, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია პასუხისმგებელია უკრაინაში ომისთვის. ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა ლიეტუვაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. მის განცხადებას Reuters ავრცელებს.
„რუსეთის ეკლესია და სახელმწიფო აგრესიის დანაშაულში თანამშრომლობენ და ინაწილებენ პასუხისმგებლობას ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა უკრაინელი ბავშვების შოკისმომგვრელი გატაცება “- განაცხადა ბართლომე I-მა.