უკრაინაში წარმოებული ხანგრძლივი ომისა და აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთის ეკონომიკა თანდათან კოლაფსს განიცდის.
ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება.
გამოცემის თანახმად, რუსეთის მთავრობის შემოსავალი იკუმშება და მისი ეკონომიკა უფრო დაბალი ზრდის ტრაექტორიაზე გადავიდა, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერიოდში.
რუსეთულმა გაზმა და ნავთობმა ძირითადი მომხმარებლები დაკარგა. ნოემბრის შემდეგ, რუბლი დოლართან მიმართებით 20%-ით დაეცა. გარდა ამისა, სამუშაო ძალა შემცირდა, რადგან ახალგაზრდებს ფრონტზე აგზავნიან ან ქვეყანას გაწვევის შიშით ტოვებენ. გაურკვევლობამ შეზღუდა ბიზნეს ინვესტიციები.
„რუსეთის ეკონომიკა გრძელვადიან რეგრესში შედის“, - აცხადებს ალექსანდრა პროკოპენკო, რუსეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა წარმომადგენელი, რომელმაც ქვეყანა ომის დაწყების შემდეგ მალევე დატოვა.
რუსმა მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ მიმდინარე თვეში განაცხადა, რომ რუსეთს ნაღდი ფული ეწურება.
„მომავალ წელს ფული აღარ იქნება, უცხოელი ინვესტორები გვჭირდება“, - განაცხადა ნედლეულის მაგნატმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ დასავლეთის სანქციებს, რომლებიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესდა, შეიძლება, უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკაზე, იტყობინებოდა რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სააგენტო RIA Novost-ი 29 მარტს.