რუსეთის ენერგეტიკული გავლენის შეფერხების მიზნით ევროკავშირი ტაჯიკეთში მდებარე  მსოფლიოს ყველაზე მაღალ  კაშხალში ინვესტიციას გეგმავს

რუსეთის ენერგეტიკული გავლენის შეფერხების მიზნით ევროკავშირი ტაჯიკეთში მდებარე მსოფლიოს ყველაზე მაღალ კაშხალში ინვესტიციას გეგმავს

access_time2022-08-14 20:00:16

ევროკავშირი გეგმავს, რომ ტაჯიკეთში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხლის ინვესტორი გახდეს - ამის შესახებ ინფორმაციაზე როიტერზე  დაყრდნობით გამოცემა euractiv.com ავრცელებს. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებმა როიტერს განუცხადეს, ინვესტიცია მიზნად ისახავს, რომ დაეხმაროს ცენტრალურ აზიას რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირებაში.

 

ტაჯიკეთმა გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის როგუნის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, სადგურს ყოფილი საბჭოთა კავშირში მყოფი ერისთვის სრული ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მინიჭება შეეძლო.

 

ევროკავშირის საინვესტიციო ფილიალს, ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB), ჯერჯერობით არ დაუფინანსებია პროექტი, რომლის მთავარი დეველოპერი იტალიური სამშენებლო კომპანია Webuild-ია. თუმცა EIB-ის სპიკერმა განუცხადა როიტერს , რომ ბანკს ახლა ევროკომისიამ სთხოვა, რომ პროექტის „უმსხვილესი ინვესტორი“  გამხდარიყო.

 

„მოსალოდნელია, რომ როგუნი დაახლოებით 8 მილიარდი დოლარი დაჯდება, საიდანაც 3 მილიარდი უკვე დაიხარჯა“,  უთხრა ტაჯიკეთის ენერგეტიკის მინისტრმა დალიორ ჯუმამ როიტერს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ იგი დღემდე ძირითადად ტაჯიკეთის მთავრობის ობლიგაციებითა და კერძო სესხებით ფინანსდებოდა, პროექტის დასასრულებლად  დუშანბეს მთავრობამ ევროკავშირის ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერა მოითხოვა“  - აღნიშნა  მოლაპარაკებებში ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. EIB-ის სპიკერმა ინვესტიციის მოცულობაზე არ უსაუბრია.

 


ბანკმა 2014-დან 2020 წლამდე შუა აზიაში დაახლოებით 182 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა, რაც ევროკავშირის 27 ქვეყნის ბლოკის გარეთ, მისი მრავალმილიარდიანი ინვესტიციების მცირე ნაწილია.

 

ევროკავშირი დაინტერესებულია „ცენტრალური აზიის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვებით “, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

 ბრიუსელი და მისი დასავლელი მოკავშირეები უკრაინაში  შეჭრის გამო რუსეთის იზოლაციას ცდილობენ.

 

როგუნის ჰიდროელექტროსადგური, თავისი 335 მეტრი სიმაღლის თიხის ბირთვიანი კლდის კაშხლით, რომელიც დეველოპერების თქმით, დასრულების შემდეგ მას მსოფლიოში ყველაზე მაღალს გახდის, სავარაუდოდ დაასრულებს ელექტროენერგიის ქრონიკულ დეფიციტს ტაჯიკეთში და საშუალებას მისცემს მას ელექტროენერგიის ექსპორტი უზბეკეთსა და ყაზახეთში.

 

EIB-ის სპიკერმა თქვა, რომ ბანკი ევროკომისიასთან ერთობლივ ინვესტიციას განიხილავს, ევროკავშირის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბლოკი ღიაა ჰიდროენერგეტიკის როგუნის კაშხლის პროექტის დასაფინანსებლად.

 

ამ საკითხზე ტაჯიკეთის მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია.

 

გაურკვეველია, როდის შეიძლება გადაიზარდოს ევროკავშირის გეგმები რეალურ ინვესტიციებად, მაგრამ ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში.


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up