რუსი მიგრანტების ფაქტორზე საუბარი გადაჭარბებულია, ეს საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მხოლოდ 1%-ია - ვახტანგ ჭარაია

რუსი მიგრანტების ფაქტორზე საუბარი გადაჭარბებულია, ეს საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მხოლოდ 1%-ია - ვახტანგ ჭარაია

access_time2022-11-14 18:00:30

ვახტანგ ჭარაია უარყოფს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში გადამწყვეტ როლს მიგრანტების, კერძოდ რუსი მიგრანტების, ზრდა თამაშობს. ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.


„რუსების ჩამოსვლას, რა თქმა უნდა, რაღაც ეფექტი აქვს, მათ გარკვეულ თანხა ჩამოიტანეს, ეკონომიკურ „დაბუსტვას“ აკეთებენ, თუმცა, ეს ქვეყნის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მხოლოდ 1%-ია და არავითარ შემთხვევაში რუსებზე არ ვართ დამოკიდებული 5 ან 10%-ით. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო პერიოდში, რუსეთიდან 112 000 ადამიანი ჩამოვიდა, საიდანაც მხოლოდ ¼-ია ისეთი რუსი, ვინც აქ რჩება, შემოსულების ნახევარი ქართველები არიან, დანარჩენები - მესამე ქვეყანაში გადავიდნენ; საუბარია იმაზეც, რომ რუსებმა საქართველოში 1 მილიარდი დოლარი ჩამოიტანეს. მაგრამ ამ თანხას ისინი ერთბაშად ხომ არ დახარჯავდნენ? ამიტომ, რუსეთის ფაქტორი ქართული ეკონომიკისთვის გადაჭარბებულია“,- განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.


საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე საუბრისას ვახტანგ ჭარაიამ განაცხადა რომ, დღეის მდგომარეობით, საქართველო რუსეთს ვერ ჩაანაცვლებს. ექსპერტის თქმით, პირობითად, რუსეთ-უკრაინის ომი მალე რომ დამთავრდეს, ევროპული და აზიური ქვეყნები ისევ რუსეთის გზას დაუბრუნდებიან იმიტომ, რომ ამ გზას თავისი უპირატესობა აქვს - ტვირთი ერთი ქვეყნის გავლით მიდის და მინიმალური ბარიერებია.


ექსპერტი მიიჩნევს, რომ გამოსავალი ახალი დერეფნის შექმნაა, სადაც ერთიანი ტარიფი იქნება და მთელი ტვირთი ერთი ფანჯრის პრინციპით გაივლის.



„საქართველომ და მისმა პარტნიორებმა ერთიანი დერეფნის ჩამოყალიბება თუ შეძლეს, სადაც ერთიანი ტარიფი იქნება და მთელი ტვირთი ერთი ფანჯრის პრინციპით გაივლის, მაშინ შეიძლება იმაზე ვისაუბროთ, რომ ეს ტვირთნაკადი მასშტაბური და გრძელვადიანი გახდება, მაგრამ ეს მარტო საქართველოზე არაა დამოკიდებული“, განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.


ექსპერტის აზრით, რუსეთის დასანქცირებამ საქართველოს ახალი შესაძლებლობები მრავალი კუთხით გაუხსნა. პირველ რიგში ტრანზიტის მიმართულებით.


„ომის და რუსეთის დასანქცირების გამო საქართველოს მონაკვეთზე ტვირთების გამტარობა რამდენჯერმეა გაზრდილი. თუმცა, ეს ხანგრძლივ პერსპექტივად არ შეიძლება განვიხილოთ. რუსეთის გზის ალტერნატივად საქართველოს გზა რომ იქცეს, ამისთვის ჯერ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებია განსახორციელებელი. ჩვენ ამჟამად მხოლოდ იმ ტვირთის 10%-ის გატარება შეგვიძლია, რასაც ომამდე, ევროპასა და აზიას შორის, რუსეთის ტერიტორიაზე ატარებდნენ. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ჩვენ რუსეთს ვერ ჩავანაცვლებთ, მაგრამ ის 10%-ი სრულად თუ ავითვისოთ, საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება“, განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.



მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up