რუსეთის ფედერაციის ტანკერებს ნავთობი ლიბერიის დროშით გადააქვთ

რუსეთის ფედერაციის ტანკერებს ნავთობი ლიბერიის დროშით გადააქვთ

access_time2022-06-24 19:30:00

რუსული კომპანია „სოვკომფლოტის“ სანავთობო ტანკერები დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ევროპის პორტებში რეიდებს განაგრძობენ. შეზღუდვების გვერდის ავლით, „სოვკომფლოტმა“ თავისი შვილობილი კომპანიები კვიპროსსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში განათავსა, მისი ტანკერები ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავენ, ხოლო უსაფრთხოების სერტიფიცირებას ინდოეთში ამოწმებენ. ამის შესახებ ინფორმაციას კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შესწავლის ცენტრი (OCCRP) და სააგენტო „როიტერი“ ავრცელებენ.


გამომძიებელმა რეპორტიორებმა გაარკვიეს, რომ „სოვკომფლოტის“ სანქციების გვერდის ავლას კვიპროსსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში შვილობილი კომპანიების მეშვეობით ახერხებენ, ხოლო ლიბერიის დროშის ქვეშ ცურვა საგადასახადო ნავსაყუდელია. ამრიგად, საერთაშორისო პოლიტიკისა და ფინანსების სპეციალისტის რიკარდო სოარესის აზრით, აგრძელებს უცხოური ვალუტის მიღებას, „რაც რუსეთს ძალიან სჭირდება.“


ევროკავშირის პრესსამსახურში არ განმარტეს, თუ რატომ შეუძლიათ სანქციების დაწესების შემდეგ, "სოვკომფლოტის" გემებს კვლავ ევროპის პორტებში შესვლა. თხოვნის მიუხედავად კომენტარზე უარს ამბობენ კომპანია „სოვკომფლოტში“.


Reuters-ის ცნობით, სანქციების დაწესების შემდეგ, დასავლურმა კომპანიებმა უარი თქვეს „სოვკომფლოტის“ სანავთობო ტერმინალის უსაფრთხოების სერტიფიცირებაზე. ახლა „სოვკომფლოტის“ კუთვნილი ტანკერები დუბაის შვილობილი კომპანიის მენეჯმენტის ქვეშ თავიანთ უსაფრთხოებას ინდოეთში ადასტურებენ. ინდური სასერთიფიკატო კომპანია IRClass-ის თანახმად, მან 80-ზე მეტი გემის უსაფრთხოება დაადასტურა. 2022 წლის აპრილსა და მაისში, მისი ტანკერების უმრავლესობა გადაეცა IRClass-ს სერტიფიკატი.



უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის უმსხვილესი გადაზიდვების კომპანია „სოვკომფლოტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. ის ძალაში შევიდა მარტის ბოლოს შეერთებულ შტატებში და მაისის შუა რიცხვებში- ევროკავშირში.


ივნისის დასაწყისში ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტი დააწესა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. ის ითვალისწინებს რუსეთიდან ნავთობის საზღვაო გზით იმპორტის აკრძალვას.


ჩინეთმა და ინდოეთმა მნიშვნელოვნად გაზარდეს რუსული ენერგორესურსების შესყიდვები შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ.
კომერსანტების განცხადებით, რუსეთი აზიის ქვეყნებში წიაღისეულ საწვავს და ქვანახშირს 30%-მდე ფასდაკლებით ყიდის.


წყარო: radiotavisupleba.ge






თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up