მიმდინარე წელს ყაზახეთის ეროვნული საზღვაო გადამზიდი Казмортрансфлот დამატებით 2 ნავთობტანკერს შეიძენს. ამგვარად კასპიის ზღვის ფლოტში ყაზახეთის კუთვნილი გემების რაოდენობა ხუთამდე გაიზრდება. სწორედ ამ მარშრუტს იყენებს ყაზახეთი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტისთვის.
რუსეთის მიღმა ნავთობის ექსპორტის მთავარი მარშრუტი ყაზახეთის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მისლადენია. მილსადენამდე ნავთობი კასპიის ზღვის გავლით აღწევს. მიმდინარე წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გატარებული გაზის როდენობა 1.5 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს. მარტში ამ მილსადენის გავლით ყაზახეთმა 20 ათასი ტონა ნავთობი გაატარა, აპრილში მოცულობა 125 ათას დონამდე უნდა გაიზარდოს.
ყაზახეთი მილსადენის გავლით გატარებული ნავთობის მოცულობის წლიურად 20 მილიონ ტონამდე გაზრდაზეც მუშაობს. წყაროების ცნობით, ამისთვის საჭირო იქნება დიდი ინვესტიციები ქალაქ ოქტაუს პორტის გაფართოება-გაღრმავებისთვის და ასევემ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდისთვის. ზოგი წყაროს ცნობით შესაძლოა საუბარი იყოს ათეულობით მილიარდ დოლარზე.