რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ კომპანია Meta (რუსეთის სასამართლოს მიერ ექსტრემისტულად აღიარებული და აკრძალული) ექსტრემისტული ორგანიზაციების რეესტრში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა
უწყებაში განმარტავენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო განჩინება არ ვრცელდება WhatsApp მესენჯერის საქმიანობაზე.
გადაწყვეტილებამ სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის დამატებითი რისკები შექმნა. კომპანიის სიმბოლოების ნებისმიერი საჯარო დემონსტრირება - ვებგვერდზე, მაღაზიისა და სხვა დაწესებულებების კარებზე, მანქანაზე, სოციალურ ქსელებში, პლაკატებსა და სავიზიტო ბარათებზე - შეიძლება იყოს ადმინისტრაციული წესით 15 დღემდე დაპატიმრების საფუძველი.