რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდი, რომელიც ნავთობის შემოსავლით ივსება, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 11,5%-ით, 154,8 მლრდ დოლარამდე შემცირდა. ეს განაპირობა იმ რუსული კომპანიების ღირებულების დაცემამ, რომელშიც ფონდის ინვესტიციები დევს. ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს Reuters ავრცელებს.
კეთილდღეობის ფონდი თავდაპირველად საპენსიო სისტემის დასაბალანსებლად შეიქმნა. ის 1-ლი მარტის მდგომარეობით პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 9.7%-ს შეადგენდა, მაშინ, როცა ერთ თვით ადრე მისი ოდენობა მშპ-ს 10.2%, ანუ 174.9 მლრდ დოლარი იყო.
ფონდის ლიკვიდურმა აქტივებმა 1-ლი მარტის მდგომარეობით 116,6 მლრდ დოლარი, ანუ პროგნოზირებული მშპ-ს 7,3% შეადგინა, ხოლო ერთი თვით ადრე ეს მაჩვენებელი 112,7 მლრდ დოლარი, ანუ პროგნოზირებული მშპ-ს 6,6% იყო.
რუსეთის უმსხვილესი კრედიტორის, Sberbank-ის ჩვეულებრივ აქციებში ფონდის ინვესტიცია შემცირდა და 1,5 ტრლნ რუბლით (15,576,104,055.29 დოლარით) არის შეფასებული, მაშინ, როცა ერთი თვის წინათ ეს მაჩვენებელი 3 ტრლნ რუბლს (31,158,192,704.73 დოლარს) შეადგენდა. ასევე, ფლაგმანურ ავიაკომპანია „აეროფლოტში“ კეთილდღეობის ფონდის ინვესტიციის ღირებულება 47,4 მილიარდიდან (491,637,655.22 დოლარიდან) 30,7 მლრდ რუბლამდე (318,340,403.19 დოლარამადე) შემცირდა.
წელს ფონდის სახსრების გამოყენებას რუსეთის მთავრობა სახელმწიფო სესხის ნაწილის ჩასანაცვლებლად გეგმავდა. ამასთან, დაზიანებული საფონდო ბაზრის მხარდასაჭერად ფონდის თანხიდან 1 ტრლნ რუბლამდე გატანა იგეგმება, რადგან, Reuters-ის შეფასებით, ხელისუფლება ეკონომიკის სანქციებისგან დასაცავად გზებს ეძებს.