რუსეთის მოქალაქეები გამალებით ყიდულობენ შაქარს, წიწიბურას, მარილს და ასანთს. როგორც მცირე მაღაზიების, ისე ქსელური მარკეტების დახლები ცარიელდება. ამის შესახებ RBC-Ukraine წერს.
გამოცემის ცნობით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩხუბობენ რუსეთის მოქალაქეები სურსათის გამო.
მოსკოვის ერთ–ერთ პოპულარულ სუპერმარკეტში მომხმარებლებმა შაქრის გამო იჩხუბეს. ანალოგიური ვითარებაა რუსეთის სხვა ქალაქების სუპერმარკეტებშიც, წერს გამოცემა.