რუსეთის მარცვლეულის ბაზრიდან ნიდერლანდური Louis Dreyfus-იც გადის

რუსეთის მარცვლეულის ბაზრიდან ნიდერლანდური Louis Dreyfus-იც გადის

access_time2023-04-05 09:30:54

მსოფლიოს კიდევ ერთი წამყვანი ტრეიდერი, ნიდერლანდური კომპანია, Louis Dreyfus 1-ლი ივლისიდან რუსული მარცვლეულის ექსპორტს შეწყვეტს. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ შვილობილი კომპანია „ლუი დრეიფუს ვოსტოკის“ გენერალური დირექტორის, პაულო გლადჩუკის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.


გლადჩუკმა წერილობით ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილე ოქსანა ლუტს მიმართა, რომლის შინაარსსაც უწყება ადასტურებს. ამასთან, Louis Dreyfus-მა რუსეთიდან მარცვლეულის მიწოდების შეჩერებაზე ოფიციალური პოსტი თავის ვებგვერდზე გაავრცელა.


კომპანია წერს, რომ ქვეყანაში „მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული სირთულეები იზრდება“ და ამიტომ განიხილავს ვარიანტებს რუსეთში თავისი ბიზნესისა და მარცვლეულის აქტივების ახალ მფლობელებზე გადაცემის შესახებ. კომპანია რუსეთში, კერძოდ, აზოვის ზღვაზე ტერმინალს ფლობს. განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ პროცესის დასრულებამდე კომპანია ქვეყანაში საქმიანობას გააგრძელებს.


Bloomberg-ის მონაცემებით, 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში Louis Dreyfus რუსული მარცვლეულის ტრეიდერთა ათეულში შევიდა, რა დროსაც კომპანიამ 658 400 ტონა მარცვლეულის ექსპორტი განახორციელა.



რუსეთის მარცვლეულის ბაზარს ამერიკული Cargill და კანადური Viterra-ც (ყოფილი Glencore Agriculture) ტოვებენ. მაგალითად, Cargill-მა იმავე 2022 წლის ივლისიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში 1,4 მილიონი ტონა, ხოლო Viterra-მ 2,1 მილიონი ტონა მარცვლეულის ექპორტი განახორციელა. რუსეთიდან, ასევე, კომპანია Archer Daniels Midland-იც (ADM) გადის, რომელიც თავისი ძირითადი ოპერაციების შეწყვეტას, კერძოდ, დამატკბობლებისა და სახამებლის საწარმოში წილის გაყიდვას განიხილავს.


გასული წლის ბოლოს მარცვლეულის უმსხვილესი მწარმოებელი რეგიონების, როსტოვის, კრასნოდარისა და სტავროპოლის ოლქების გუბერნატორებმა პუტინს შესთავაზეს, შეზღუდოს უცხოური კომპანიების მონაწილეობა რუსული მარცვლეულის ექსპორტში. გუბერნატორების აზრით, მთავრობამ აგროინდუსტრიული კომპლექსის კომპანიებში, ძირითადად, მარცვლეულის ექსპორტით დაკავებული არარეზიდენტების პირდაპირი და არაპირდაპირი მონაწილეობის მაქსიმალური წილი 20%-ის დონეზე უნდა შეზღუდოს.


Bloomberg-ის შეფასებით, მარცვლეულის დასავლელი ტრეიდერების რუსეთის ბაზრიდან გასვლა კრემლის გეოპოლიტიკურ გავლენას გააძლიერებს, ხოლო „სურსათის გლობალურ მიწოდებაზე რუსეთის კონტროლს გაზრდის.“ თუმცა ჟურნალისტი და ანალიტიკოსი, ანატოლი ნესმიანი თავის Telegram-არხზე წერს, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტშიც იმავე პრობლემებს წააწყდება, რასაც ნავთობის სექტორში აწყდება.


„თითქოსადა, საშინელი არაფერია, მაგრამ, სავარაუდოდ, მარცვლეულზეც იგივე ამბავი იქნება, რაც ნავთობზე ხდება. კერძოდ, რუსი ექსპორტიორები შეძლებენ მის გაყიდვას დამოუკიდებლად, მაგრამ ფასდაკლება გაგრძელდება და მნიშვნელოვნად გაიზრდება. ასე რომ, მოსავალი დაბალ მარჟას ან საერთოდ ზარალს ნახავს. უბრალოდ, მის მოშორებაზე ვიქნებით, რადგან რუსეთში ასეთი მოცულობის გრძელვადიანი შენახვის საშუალებები არ არის,“ - წერს რუსი ანალიტიკოსი.


ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟის მონაცემებით, მარტის თვეში ხორბლის ფიუჩერსების ფასი 2021 წლის ივლისის მინიმუმამდე დაეცა. 3 აპრილის ვაჭრობის დროს მაისის ფიუჩერსები, დაახლოებით, 2%-ით, 703,6 დოლარამდე გაიზარდა.

Bpn.ge

თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up