რუსეთის მეხორბლეთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და პუტინს სთხოვს, ექსპორტის გამკაცრებას მხარი არ დაუჭიროს

რუსეთის მეხორბლეთა ასოციაცია მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და პუტინს სთხოვს, ექსპორტის გამკაცრებას მხარი არ დაუჭიროს

access_time2021-02-09 11:30:00

რუსეთის მეხორბლეთა ასოციაცია ხორბლის ექსპორტზე დამატებითი გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. ორგანიზაციაში თვლიან, რომ ეს საერთაშორისო ბაზრებზე მომხმარებლებს აფრთხობს. ამიტომ, ისინი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სთხოვენ, რომ ექსპორტის გამკაცრებას მხარი არ დაუჭიროს.

როგორც ცნობილია, 1-ლი მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით რუსულ საექსპორტო ხორბალზე გადასახადო ტონაზე 50 ევროთი განისაზღვრება.

„რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომელიც ბოლო დროს გადაიდგა ხორბლის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტის შეზღუდვით, მომხმარებლებს აფრთხობს და ზრდის მასზე ფასს“ - ამის შესახებ რუსეთის მეხორბლეთა ასოციაციის პრეზიდენტი არკადი ზლოჩევსკი აცხადებს.

„მიმდინარე სეზონი (2020 ივლისი - 2021 ივნისი) რუსეთის ბაზარზე დაიწყო ერთ ტონა ხორბალზე 220 დოლარით, დღეს ის 285 ღირს. რამ იმოქმედა? ჩვენი შეფასებით 30-40% ეს არის მსოფლიოში მოთხოვნის ზრდის ტრენდის ბრალი, დანარჩენი კი ჩვენი შეზღუდვების“ - განაცხადა ზლოჩევსკიმ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ეს შეზღუდვები „აფრთხობს მომხმარებლებს“, ზრდის პირველ რიგში რუსულ ხორბალზე დამატებით მოთხოვნას. ეს კი ქმნის ერთგვარ აჟიოტაჟს მომხმარებლებში, ისინი იწყებენ შესყიდვების გააქტიურებას და მოთხოვნის გადამისამართებას კონკურენტებზე. შედეგად ფასი იზრდება უცხოეთშიც და ფორმირდება საერთო ზრდის ტრენდი. „თუმცა ამ 220 და 285 დოლარს შორის სხვაობაში ჩვენი წილი მეტია, ვიდრე ზოგადი ტრენდის, პანდემიის და ა.შ.“ - აცხადებს ის.


როგორც მან განმარტა, მცურავი საბაჟო ტარიფი და ექსპორტის შეზღუდვა იწვევს დამატებით ფასის ზრდას და მსოფლიო ბაზრის აჟიოტაჟს. „მაგრამ საბოლოოდ ეს აისახება ადგილობრივ წარმოებაზეც. ასეთი სისტემური მანქანა ფულს აცლის გლეხობას და სერიოზულად იმოქმედებს მათი წარმოების გეგმებზე, პირველ რიგში კი წარმოებას და სათეს მიწებს გარანტირებულად შეამცირებს“ - აცხადებს ის.



მისივე თქმით, ამ პირობებში ერთადერთ იმედად რჩება ამ წლის ნაზამთრევი მოსავალი, რომელიც დათესილი იყო 19 მილიონ ჰექტარზე. „სწორედ ეს გახლავთ ფუნდამენტი მომავალი მოსავლის. თუმცა ამავდროუალდ მაღალრისკიანი. ზამთარი ცუდად არ მიდის, თუმცა ჯერ საჭიროა ის დასრულდეს. აი შემდეგი მოსავალი კი დიდი კითხვის ნიშნის რჩება. ფასის ზრდა არ არის მიბმული თვითღირებულების ზრდასთან, არამედ მსოფლიო ბაზრის კონიუქტურასთან და ჩვენ იძულებულნი ვართ ავეწყოთ მსოფლიო ბაზრის მიხედვით“, - განაცხადა მან.


როგორც ზლოჩევსკი აცხადებს, თუ გამოვითვლით მსოფლიოში არსებულ ფასს ხორბალზე და ყველა დანახარჯს, მათ შორის საბაჟო ტარიფის ოდენობას, მაშინ ხორბლის დათესვა არამომგებიანი იქნება. მანვე განმარტა, რომ ხორბლის მოსაყვანად ხარჯები ივნისიდან მოყოლებული გაზრდილია 16%-ით. ფასები გაზრდილია აბსოლუტურად ყველა რესურსზე. „ამის პარალელურად კი მიიღება სხვადასხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ხორბლის წარმოების თვითღირებულებაზე“ - განაცხადა მან და დააზუსტა, რომ გულისხმობს სოფლის მეურნეობის ტექნიკაზე საუტილიზაციო მოსაკრებლის მკვეთრ ზრდას მიმდინარე წელს.




BPN.GE









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up