რუსეთის მიერ ევროპის ენერგოშანტაჟს ჯო ბაიდენი გადამჭრელი ზომებით უპასუხებს

რუსეთის მიერ ევროპის ენერგოშანტაჟს ჯო ბაიდენი გადამჭრელი ზომებით უპასუხებს

access_time2022-04-29 10:30:54

ბულგარეთისა და პოლონეთისთვის რუსული გაზპრომის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტას საკუთარი პარტნიორების ენერგორესურსებით შანტაჟს უწოდებს აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რაშიც ის კრემლს ადანაშაულებს და მკაცრ რეაგირებას ჰპირდება.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


პრეზიდენტი ბაიდენი ტვიტერზე წერს: „რუსეთი ჩვენს ორ მოკავშირეს ენერგომომარაგების შეწყვეტით დაემუქრა. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ არ მივცემთ უფლებას რუსეთს დააშინოს ან დააშანტაჟოს ვინმე მათი სანქციებიდან გამომდინარე. ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, გამოიყენონ ნავთობი, რათა თავიდან აიცილონ საკუთარი აგრესიის შედეგები“.


ტვიტერზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში ბაიდენი წერს, რომ სხვა პარტნიორებთან ერთად გააკეთებს ყველაფერს, რათა რუსეთის აგრესიამ არ გაიმარჯვოს და ევროპელმა პარტნიორებმა ალტერნატიული წყაროებიდან მიიღონ ენერგომატარებლები.



„ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნებთან, როგორიცაა სამხრეთ კორეა, იაპონია და კატარი, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს ძალისხმევას დავეხმაროთ ევროპელ მოკავშირეებს, რომლებსაც რუსეთი ემუქრება გაზის შანტაჟით, სხვა გზებით დაიკმაყოფილონ ენერგეტიკული საჭიროებები. აგრესია არ გაიმარჯვებს. მუქარა არ გაიმარჯვებს!“, – წერს ჯო ბაიდენი.


რუსეთის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგოშანტაჟს აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც გამოეხმაურა და კრემლს არასანდო მიმწოდებელი უწოდა.


„გაზპრომის მიერ ბულგარეთთან და პოლონეთთან გაზის კონტრაქტების ცალმხრივი დარღვევა კიდევ ერთი მაგალითია, რუსეთის მიერ ენერგეტიკის იარაღად გამოყენების, რაც ადასტურებს რუსეთის, როგორც ენერგეტიკული მიმწოდებლის არასანდოობას. აშშ მტკიცედ დგას ჩვენს მოკავშირეებთან და მუშაობს მათი ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციაზე“, – წერს ენტონი ბლინკენი ტვიტერზე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up