უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი 1-ლი აპრილის ხუმრობას ჰგავს.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ის მუდმივად არღვევს გაეროს სამართლებრივი სისტემის არსს“, - დაწერა ბორელმა „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.
ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი იმუშავებს იმისთვის, რომ რუსეთმა უშიშროების საბჭოში საკუთარი ერთთვიანი თავმჯდომარეობა ბოროტად არ გამოიყენოს.