2022 წლის პირველ ნახევარში გერმანიის გენერაციის თითქმის ნახევარი განახლებადი წყაროებიდან მიღებულია ენერგიაა. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. საელჩოს ინფორმაციით, 2030 წლისთვის ქვეყნის მიზანს წარმოადგენს განახლებადი ენერგიის წილის 80%-მდე გაზრდა.
„გარემოსა და კლიმატის დაცვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კონსტიტუციაში მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს?
ენერგომომარაგება გერმანიაში კლიმატისთვის სულ უფრო უსაფრთხო ხდება. მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის თითქმის ნახევარი გამომუშავებული იყო განახლებადი წყაროებიდან, ქარისა და მზის ენერგიას ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
2030 წლისთვის ქვეყნის მიზანს წარმოადგენს განახლებადი ენერგიის წილის 80%-მდე გაზრდა.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულმა ომმა დაგვანახა, რომ აუცილებელია წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.