რუსეთის მიერ ყაზახეთისთვის ნავთობტრანზიტის გადაკეტვამ შესაძლოა, კასპიის კონსორციუმის საწარმო გაანადგუროს

რუსეთის მიერ ყაზახეთისთვის ნავთობტრანზიტის გადაკეტვამ შესაძლოა, კასპიის კონსორციუმის საწარმო გაანადგუროს

access_time2022-07-06 19:30:00

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმილოვმა დღეს მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მას შემდეგ მოიწვია, რაც ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის მუშაობას 30 დღით შეაჩერა.


სასამართლოს 5 ივლისის გადაწყვეტილებით, ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი შეწყდა. ყაზახური სააგენტო Liter.kz-ის ცნობით, ოპერატიულ შეხვედრაზე ალიხან სმილოვი კონსორციუმის საქმიანობის შეჩერების მოსალოდნელი შედეგებით დაინტერესდა. მთავრობის მეთაურის პრესსამსახური იტყობინება, რომ „შეხვედრაზე ყაზახური ნავთობის ექსპორტის შეზღუდვის გამო სახელმწიფო ბიუჯეტისთვის უარყოფითი შედეგებისა და ზარალის შემცირების მიზნით აუცილებელი ზომები განიხილეს.“ დისკუსიის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა არაერთი დავალება გასცა.


თავად კონსორციუმში აცხადებენ, რომ რუსეთის სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს, ამიტომ, Liter.kz-ის ცნობით, კონსორციუმმა სასამართლოში აღსრულების შეჩერების შუამდგომლობა შეიტანა.


ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად „როსტრანსნადზორის“ მიერ გამოვლენილი დარღვევები დასახელდა, რომლებიც „სახიფათო საწარმოო ობიექტების ტექნიკურ მდგომარეობასა და მათი ექსპლუატაციის დროს გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვას“ შეეხება. კერძოდ, „როსტრანსნადზორის“ განცხადებით, საზღვაო ტერმინალში ნავთობი დაიღვარა.



კასპიის მილსადენის კონსორციუმში აცხადებენ, რომ „კანონი კრძალავს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რამაც შესაძლოა, წარმოებისთვის შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.“ განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ „სააქციო საზოგადოება, CPC-P უწყვეტი ციკლის საწარმოა და მისი საქმიანობის დაუყოვნებლივ შეჩერებამ შესაძლოა, ტექნიკურ ობიექტზე არახელსაყრელი და უმართავი პროცესი გააჩინოს და განავითაროს, მათ შორის მისი განადგურების ჩათვლით, რადგან ნავთობის ტრანსპორტირების ტექნოლოგიური მოთხოვნა საწარმოო საქმიანობის დაუყოვნებლივ და ერთბაშად შეწყვეტის საშუალებას არ იძლევა.“


ყაზახეთს ნავთობის დიდი მარაგი აქვს, რომლის ექსპორტიც შავი ზღვის ნოვოროსიისკის ტერმინალის გავლით ხდება. CPC ყაზახური ნავთობის ძირითადი საექსპორტო მარშრუტია, რომლის წილიც მილსადენით გატარებული მოცულობის 80%-ზე მეტია. მილსადენის სიმძლავრე წელიწადში 67 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს.


უკრაინული მედია ამ მოვლენას უკრაინის ომის გამო რუსეთსა და ყაზახეთს შორის ბოლო დროს წარმოქმნილ უთანხმოებას უკავშირებს. კერძოდ, „ევროპეისკაია პრავდას“ ამ კონტექსტში ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევის განცხადება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, ის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ აღიარებს.


bpn.ge




თეგები:
ტრანზიტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up