“რუსეთის მიზანია, უკრაინა უკონტროლო ნანგრევებად აქციოს” -  ვიქტორ ორბანი

“რუსეთის მიზანია, უკრაინა უკონტროლო ნანგრევებად აქციოს” - ვიქტორ ორბანი

access_time2023-01-28 13:30:47

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ დასავლეთს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი , ვლადიმერ პუტინი თავს წაგების უფლებას არ მისცემს და არ წააგებს, რადგან ის მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავს მონაწილეობის მიღებას, რასაც ომში დამარცხებული პრეზიდენტის სტატუსით ვერ იზამს. ორბანი ასევე აცხადებს, რომ რუსეთი არ მისცემს უფლებას ნატპს, რომ უკრაინაში იყოს წარმოდგენილი.


მისი თქმით, დრო, როდესაც რუსეთს უკრაინის დაპყრობა ან პრორუსული რეჟიმის დამყარება შეეძლო, ჩავლილია.


„გამარჯვების სწრაფად მოპოვების შემთხვევაში ეს შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა ახლა მდგომარეობა უიმედოა. ამიტომ ახლა რუსეთის მიზანია, უკრაინა უკონტროლო ნანგრევებად აქციოს, რომ დასავლეთმა ვერ შეძლოს პრიზის სახით მისი მოთხოვნა“, – აღნიშნა ორბანმა.


უნგრეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ რუსები ამაში წარმატებული აღმოჩდნენ. „ის ახლა ავღანეთია, არავისი მიწა“, – განაცხადა ორბანმა.

როგორც პრემიერი განმარტავს, დასავლეთს არ ესმის, რომ უკრაინაში დრო რუსეთის მხარესაა. რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა და შეუძლია უზარმაზარი არმიის მობილიზება, უკრაინას კი შეიარაღებული ძალების მარაგი ეწურება.

ორბანის თქმით, თუ რუსეთის საგაზაფხულო თავდასხმები წარმატებული იქნება, ნატო-ს ქვეყნებს მოუწევთ დასვან კითხვა, გაგზავნონ თუ არა სამხედროები საბრძოლველად უკრაინაში? ორბანი აღნიშნავს, რომ ამ საკითხს არ განიხილავენ აშშ-ში, თუმცა ამაზე ფიქრობენ ევროპელები, რომელთა ქვეყნებიც ომის გაფართოების შემთხვევაში განადგურების საშიშროების წინაშე დგანან.

ჟურნალისტების კითხვაზე, რეალურია თუ არა ნატო-ს ჯარებმა იბრძოლოს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ, ორბანი პასუხობს: „თუ შეხედავთ ტენდენციას, დღემდე როგორ მოვედით, ეს გამორიცხული არ არის. დასავლეთი ომშია რუსეთთან. ეს არის რეალობა“.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up