რუსეთის მოქალაქეები, სანქციების პირობებში, შესყიდვების გაკეთებას კრიპტოვალუტით ცდილობენ - იოსებ ბოლქვაძე ტრანზაქციების ზრდად დინამიკაზე

რუსეთის მოქალაქეები, სანქციების პირობებში, შესყიდვების გაკეთებას კრიპტოვალუტით ცდილობენ - იოსებ ბოლქვაძე ტრანზაქციების ზრდად დინამიკაზე

access_time2022-05-10 11:00:15

2021 წელს კრიპტოვალუტაში ტრანსაქციების მოცულობამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 6,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 177,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე ($2,2 მლრდ). insider.com-ის ინფორმაციით, 2023 წელს კრიპტო ტრანზაქციის ღირებულება 16,16 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რადგან მეტი ბიზნესი მიიღებს ამ ციფრულ ვალუტას გადახდის სახით.


კრიპტოვალუტის ბუმი ემთხვევა პანდემიის დაწყების შემდგომ პერიოდს, როდესაც ციფრულმა აქტივებმა დაიპყრო სახლში და ინტერნეტში ჩარჩენილი ადამიანების წარმოსახვა. insider.com-ის შეფასებით, აშშ-ში ზრდასრულ მოქალაქეთა თითქმის 13% კრიპტოვალუტას ფლობს. მფლობელთა უმეტესობა მას გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის ინახავს და მხოლოდ 10% იყენებს თავის კრიპტოვალუტას ტრანზაქციებზე. ამასთან, კრიპტო გადახდების მომხმარებელთა ბაზა ორნიშნა ზრდის ტემპს აჩვენებს 2023 წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ მფლობელების ზრდა ჯამში შენელდება.


როგორ შეიცვალა კრიპტოვალუტაში ტრანზაქციების მოცულობა საქართველოში ბოლო პერიოდში, მფლობელთა რა ნაწილი ინახავს მას ინვესტიციებისთვის და როგორ შეცვალა კრიპტო ბაზარზე არსებული რეალობა რუსეთ-უკრაინის ომმა, ამ თემებზე „კომერსანტი“ Cryptx IQ-ს დამფუძნებელს იოსებ ბოლქვაძეს ესაუბრა.


„საქართველო მსოფლიო ტენდენციებს მიყვება და ბოლო პერიოდში აქაც მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც კრიპტო ვალუტის მფლობელთა რაოდენობა, ასევე ტრანსაქციების რიცხვი. ჩვენთანაც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში მაგალითად ბიტკოინს და მის მსგავს კრიპტო ვალუტებს საგადახდო საშუალებად ნაკლებად იყენებენ და უფო მეტად გრძელვადიანი ღირებულების შესანახ საშუალებად გამოიყენება. მაგალითად 85% უფრო ინვესტიციებისთვის ინახავს ან ტრეიდერობს, რაც იგივე საინვესტიციო ინსტრუმენტია.



რაც შეეხება საგადახდო საშუალებებს, არსებობს ე.წ. დოლარზე მიბმული ვალუტები, რომელთა ფასიც ფიქსირებულია და ერთი-ერთიშია დოლართან მიმართებაში. მათ უფრო მეტად იყენებენ საგადახდო საშუალებად და ქვეყნებს შორის ღირებულების გაცვლისთვის. მაგალითად ახლა როდესაც Swift-ის გამოყენება გართულებულია და სხვა ქვეყნებში ვერ ახერხებენ თანხის გადარიცხვას, ან ცდლობენ არასაბანკო ფულის გადარიცხვას, სწორედ ამ დანიშნულებისთვის იყენებენ მას. საქართველოში მსგავსი ტიპის ტრანსაქციები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რადგან რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ სანქციების გამო ამ კრიპტოვალუტის გამოყენებით სხვადასხვა მომსახურება შეიძინონ. ჩვენს რეგიონში ამის გამო ასეთ კრიპტოვალუტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია“,  ამბობს იოსებ ბოლქვაძე.


მისი თქმით, ბოლო წლების კრიპტო ვალუტების ტრანსაქციების ტენდენცია მზარდია და მაგალითად 2021 წლის პირველ ნახევარში კრიპტო საფულეების რაოდენობა გაორმაგდა, რადგან მაგ პერიოდში ბიტკოინმა ყველა დროის ყველაზე მაღალი ფასი დააფიქსირა და სხვა ვალუტებიც მას მიყვა. 2022 წელს საფულეების გენერაციის ტემპი წინა წელთან შედარებით ცოტა შემცირებულია, თუმცა მაინც სტაბილურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება.


კრიპტოვალუტა ელექტრონული ფულია, რომელიც მსოფლიოში 2008 წლიდან გამოჩნდა. მისი საკუთრებაში მიღება ვაჭრობის ან ე.წ. მაინინგის გზით არის შესაძლებელი. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 2% სწორედ კრიპტოვალუტის მაინინგით დაკავებულმა კომპანიებმა დახარჯეს.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up