რუსეთის მაცხოვრებლებისთვის 200-ზე მეტი ახალი ფეხსაცმელი თურქული პოპულარული ბრენდებისგან, როგორიცაა, Garamound, Miss F, Travel soft, Art Bella, Butigo, Balloon-s, I cool, Yellow Kids, პირველად გახდა ხელმისაწვდომი.
ბაზარზე წარმოდგენილია ასევე ისეთი ბრენდების ფეხსაცმელები, რომლებიც უკვე არსებობდა რუსეთის ბაზარზე - Polaris, Lumberjack და Kinetix.
ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის სპორტული და ჩვეულებრივი ფეხსაცმელი წარმოდგენილია მასობრივი ბაზრის სეგმენტში საშუალო ჩეკით 1,5 ათასიდან 3 ათას რუბლამდე. “საერთაშორისო მოდის ბრენდების ბაზრიდან გასვლის შემდეგ, რუსული ბაზრის მიმართ ინტერესი კვლავ იზრდება, ძირითადად მწარმოებლებისგან თურქეთსა და ჩინეთიდან. ჩვენი ონლაინ პლატფორმა მათ აძლევს საშუალებას სწრაფად მიაგნონ და დაუკავშირდნენ მყიდველების დიდ აუდიტორიას მთელი ქვეყნის მასშტაბით” განაცხადა Wildberry-ს პრეს სამსახურმა.
ახალი ბრენდების საქონლის მიწოდება ხდება უშუალოდ ოფიციალური წარმომადგენლობითი ოფისის მეშვეობით. პროდუქციის ავთენტურობა ციფრული მარკირების მოთხოვნების შესაბამისად.
wildberries-ს ანალიტიკური სამსახურის თანახმად, რუსეთში ფეხსაცმლის საშუალო ღირებულება 2 ათასიდან 3 ათას რუბლამდეა. 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის აგვისტომდე პერიოდში ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი ფეხსაცმლის ბრენდების რაოდენობა 2,4-ჯერ გაიზარდა.
კომპანიამ აღნიშნა, რომ ახალი ბრენდების სია სრულიად აკმაყოფილებს რუსეთის მაცხოვრებლების საჭიროებებს იაფი და მაღალი ხარისხის ფეხსაცმლისთვის.
TRT-ს მაისის ბოლოს გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ცნობილი თურქული ბრენდები მზადყოფნას აცხადებენ გახსნან თავიანთი მაღაზიები რუსეთში და შეცვალონ ბაზრიდან გასული დასავლური ბრენდები. საუბარია ისეთ ბრენდებზე, როგორიცაა, adL, Mudo, LTB, Twist და İpekyol, ამ ბრენდებიდან თითოეული მზად არის რუსეთში მინიმუმ 100 მაღაზია გახსნას. ამავდროულად, რუსულ ბაზარზე უკვე არსებობს პოპულარული თურქული კომპანიები, როგორიცაა, Mavi, DeFacto, Koton და სხვა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსული ბაზარი ბევრმა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და სამკაულების მსხვილმა კომპანიამ დატოვა. ბაზარი დატოვეს შემდეგმა კომპანიებმა: Adidas, Puma, Farfetch, Asos, H&M, Crocs, Uniqlo, Levi’s, Louis Vuitton, Cartier, Chanel, Hugo Boss, Hermes, Zara, Bershka, Pull & Bear, Stradivarius და სხვა ცნობილმა ბრენდებმა.