რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში რუბლის გადოლარება და დოლარის რუსეთში „შავ ბაზარზე“ გაყიდვა დაიწყეს - კვლევა

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში რუბლის გადოლარება და დოლარის რუსეთში „შავ ბაზარზე“ გაყიდვა დაიწყეს - კვლევა

access_time2022-09-28 18:00:57

ჩვენი ვარაუდით, საქართველოში გადმორიცხვების გადოლარება და შემდეგ დოლარის ქვეყნიდან გატანა ხდება, როგორც ჩანს შავ ბაზარზე კურსი რუბლის და დოლარის რუსეთის ფედერაციაში ასეთ ოპერაციას ხდის მომგებიანს და შესაბამისად ადამიანები რომლებიც ამას ახორციელებენ ნახულობენ სარგებელს,  ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა „კომერსანტთან“ განაცხადა. 


მისი თქმით, ამის საფუძველს მასშტაბის არანორმალური ზრდა იძლევა.


„თუმცა, ამ ზრდას არ ხსნის მხოლოდ მასშტაბების ზრდა, რა თქმა უნდა იმიგრანტების რაოდენობის ზრდა რუსეთიდან გადმორიცხვებზე იმოქმედებდა და მოქმედებს, უბრალოდ მასშტაბი იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ ასეთი არბიტრაჟის შესაძლებლობა არის გამოყენებული. თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი რამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ახლო სამეზობლოში, მაგალითად ცენტრალურ აზიაშიც ხდება, სადაც იგივე შესაძლებლობა არსებობს, როგორც აქ“,  ამბობს ხიშტოვანი.


PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს ეკონომიკური კლიმატის კვლევაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა საქართველოში რუბლის სახით თანხის გამოგზავნა, შემდეგ, აშშ დოლარში გადახურდავება, გადახურდავებული დოლარის რუსეთში დაბრუნება და მოგების მიზნით შავ ბაზარზე გაყიდვა დაიწყო. 2022 წლის სექტემბერში ჩატარებულ კვლევაში სადაც მონაწილეობას 60 ექსპერტი იღებდა, საუბარია რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების ზრდის შესაძლო მიზეზები.



„2022 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში, რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები 266%-ით გაიზარდა, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და ჯამურად 0.96 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც, მოცემულ პერიოდში, მთლიანი მიღებული ფულადი გზავნილების 40%-ს წარმოადგენდა. ამ ზრდის მიზეზად შეიძლება განიხილებოდეს არბიტრაჟი, რომელიც რუსეთზე დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, აშშ დოლარზე შეზღუდული წვდომა რუბლის გაცვლით კურსზე აისახა, რის შედეგადაც, რუბლის ოფიციალური გაცვლითი კურსი და შავ ბაზარზე არსებული კურსი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ამის გამო, რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა საქართველოში რუბლის სახით თანხის გამოგზავნა, შემდეგ, აშშ დოლარში გადახურდავება, გადახურდავებული დოლარის რუსეთში დაბრუნება და მოგების მიზნით შავ ბაზარზე გაყიდვა დაიწყო.


გამოკითხულთა უმეტესობა (56%) თვლის, რომ მოცემული არბიტრაჟი შეიძლება იყოს რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების გაზრდის მიზეზი და ამ პროცესმა შეიძლება ქართული ეკონომიკის ზრდის შეფერხება გამოიწვიოს.


მეტიც, 32% თვლის, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა სცადოს მოცემული არბიტრაჟის შეჩერება, ხოლო დარჩენილი 24% მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ჩარევა საჭირო არაა, რადგან მოცემული პროცესი თავისით დარეგულირდება. გამოკითხული ეკონომისტების 28% საერთოდ არ მიიჩნევს არბიტრაჟს ფულადი გზავნილების გაზრდის მიზეზად“, — აღნიშნულია კვლევაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up