2022 წელს რუსეთის მოქალაქეობაზე 4306-მა ადამიანმა თქვა უარი. ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით РБК იტყობინება. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო სამი წლის განმავლობაში, მაგრამ ნაკლებია იმ ადამიანთა რიცხვზე, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი 2019 წელს თქვეს.
2020 წელს რუსეთის მოქალაქეობაზე 3877-მა ადამიანმა თქვა უარი, 2021 წელს 4055-მა. 2019 წელს კი ეს რიცხვი 4356 იყო.
გასულ წელს, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასევე პირველად დაფიქსირდა რუსეთის მოქალაქეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირებაც.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს რუსეთის მოქალაქეობის მიმღებთა შორის პირველ ადგილზე უკრაინელები არიან, (43%, ანუ 297 000 ადამიანი), შემდეგ ტაჯიკეთის მოქალაქეები 174 000 ადამიანი. სომხეთი -45 000, ყაზახეთი - 42 000, უზბეკეთი -27 000 და აზერბაიჯანი- 23 000. ამავე სტატისტიკით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო საქართველოს დაახლოებით 3 000-მა მოქალაქემ.