2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რუსეთის მოსახლეობა 146 424 000 ადამიანს შეადგენს. ინფორმაციას რუსული მედია „როსსტატზე“ დაყრდნობით ავრცელებს. 2022 წლის 1 იანვარს რუსეთის ფედერაციის მოსახლეობა 146 980 000 იყო. ამ მონაცემებით, რუსეთის მოსახლეობა წელიწადში 556 ათასი ადამიანით შემცირდა
„როსსტატი“ წერს, რომ მოსახლეობის აღრიცხვა, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (DPR), ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის (LPR), ზაპოროჟიეს და ხერსონის რეგიონების ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების გარეშე მოხდა.
2023 წლის 1 იანვრისთვის ამ 146 424 000 რუსეთის მოქალაქიდან 109,6 მილიონი ქალაქში ცხოვრობს, 36,8 მილიონი სოფლად.