რუსეთის ფედერალური ბიუჯეტი სახელმწიფო საიდუმლოების ნისლში ეხვევა იმ ფონზე, რომ ნედლეულის ექსპორტიდან შემოსავლები მკვეთრად ვარდება, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისა და ძალოვანი სტრუქტურების დაფინანსება რეკორდულად არის გაზრდილი. 21 მარტის მდგომარეობით, რუსეთის მთავრობამ საიდუმლო და დაუზუსტებელი მუხლებით 2,4 ტრლნ რუბლი ($31 მლრდ) დახარჯა, წერს სააგენტო Bloomberg რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ სტატისტიკაზე დაყრდნობით.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საიდუმლო ასიგნებები 130%–ით არის გაზრდილი და პირველად გახდა ხაზინის ხარჯებში საიდუმლო ხარჯები ყველაზე დიდი მუხლი.
შედარებისთვის, საანალიზო პერიოდში რუსეთის მთავრობამ სოციალურ ხარჯებზე, მათ შორის პენსიებსა და ბავშვების სოციალურ დახმარებებზე საიდუმლო ხარჯების თითქმის ნახევარი – 1,5 ტრლნ რუბლი გამოყო. ეროვნული ეკონომიკის მხარდაჭერაზე კი საიდუმლო ხარჯების დაახლოებით მეხუთედი – 567 მლრდ რუბლი დაიხარჯა. ჯანდაცვასა და განათლებას 250 მლრდ რუბლი მოახმარეს, რაც საიდუმლო ხარჯებზე თითქმის 10–ჯერ ნაკლებია.
gbc.ge