რუსეთის მთავრობამ შეათანხმა საქონლის ჩამონათვალი, რომელიც მანამდე უცხოეთიდან შედიოდა და ქვეყნიდან გატანას აღარ ექვემდებარება. სულ სია 200 დასახელების პროდუქტს მოიცავს.
მათ შორის:
– ტექნოლოგიური მოწყობილობები;
– სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები;
– სამედიცინო მოწყობილობები;
– სატრანსპორტო საშუალებები;
– სასოფლო–სამეურნეო მექანიზაცია;
– ელექტრო აპარატურა.
აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტ პუტინის განკარგულების საფუძველზე მიიღეს.
ჩამონათვალში მოხვდა ასევე: სარკინიგზო ვაგონები და ლოკომოტივები, კონტეინერები, ტურბინები, ლითონის დამამუშავებელი დაზგები, მონიტორები, პროექტორები, პულტები და პანელები. გარდა ამისა, ქვეყნებში, რომლებიც არამეგობრულად მოექცნენ რუსეთს, წლის ბოლომდე იკრძალება ხე–ტყის ექსპორტი.
აღნიშნულ სიაში შესული საქონლის ექსპორტი ყველა ქვეყანაში იკრძალება, გარდა ევრაზიული კავშირის ქვეყნებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისა.
kommersant.ru