საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის ომის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება.
ამ შინაარსის პოსტს ბორელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. დიპლომატმა რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ ახლა სარაკეტო დარტყმებს უაზრო უწოდა.
„კიდევ ერთი უაზრო და მასიური რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე, განურჩევლად ანადგურებს ინფრასტრუქტურას და სამედიცინო დაწესებულებებს, განზრახ ირჩევს სამიზნეს და კლავს სამოქალაქო პირებს. რუსეთის ომის დანაშაულებები დაუსჯელი არ დარჩება. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება, შესუსტების გარეშე“, – წერს ბორელი.
რუსეთმა დღს უკრაინის ქალაქებზე მორიგი სარაკეტო დარტყმები განახორციელა.