რუსეთის აგრესიის გავლენა ფასებზე - საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება გამოწვევების წინაშეა

რუსეთის აგრესიის გავლენა ფასებზე - საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება გამოწვევების წინაშეა

access_time2022-03-15 15:00:48

რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გლობალური ბაზრებისთვის საკმაოდ მძიმე იქნება. მსოფლიო ფასების მკვეთრი ცვლილების მოლოდინშია, მით უმეტეს, ამ ომის პერსპექტივა და მისი ხანგრძლივობა გაურკვეველია.  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია იტყობინება, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, რუსეთ-უკრაინის ომმა, შესაძლოა, სურსათზე ფასის 20%-იანი გაზრდა გამოიწვიოს.


როგორც ,,კომერსანტთან“ აგრარული სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ბადრი რამიშვილი აცხადებს, სასურსათო უსაფრთხოების მხრივ დიდი საფრთხე ელის საქართველოს და მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი.


,,სასურსათო უსაფრთხოება უამრავი ქვეყნისთვის გამოწვევად რჩება. არის პროგნოზი, რომ მარტო მარცვლეული 30%-ით გაძვირდება. სავაჭრო კავშირები უნდა გავაღრმაოთ, განსკუთრებით თურქეთთან, რომელთან პარტნიორობა საქართველოსთვის გეოგრაფიულადაც ხელსაყრელია და ეკონომიკურადაც.  ამ მიმართულებით  ლოგისტიკა  უფრო მარტივად განსახორციელებელია და თანამშრომლობა მეტად უნდა გავააქტიუროთ.  ვფიქრობ,  წელს დამთავრდება ომი უკრაინაში, მეტს რუსეთი ვერ გაუძლებს. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, რთული წელი გველის. უკრაინა ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. მიუხედავად ამისა, მისი ამოვარდნა სურსათის მიწოდების ერთიანი ჯაჭვიდან დიდი პრობლემა არ არის, ჩანაცვლება მოხდება, მაგრამ პროდუქტი გაძვირდება. ამიტომ  მარაგი უნდა შექმნას მთავრობამ, რათა სურსათის დეფიციტი არ გაჩნდეს. შეიძლება, ფიზიკურად არ იყოს სიცარიელე, მაგრამ გაძვირება და ხელმისაწვდომობის სირთულე სასურსათო უსაფრთხოებას სერიოზულ რისკს შეუქმნის. ასეთ სიტუაციაში რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რომ გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი.  საგაზაფხულო სამუშაოებს მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი, სხვა ალტერნატივა დღეს ნაკლებად მესახება“, - აცხადებს რამიშვილი ,,კომერსანტთან“.


მეცნიერი დარწმუნებულია, რომ, სწორი აგროღონისძიების შემთხვევაში, საქართველოს ერთწლიანი კულტურების დიდი რაოდენობით წარმოების პოტენციალი აქვს, რის შესაძლებლობასაც, მისივე თქმით, ქვეყნის კლიმატი იძლევა.


,,ერთწლიანი კულტურების მოყვანის დიდი პოტენციალი გაგვაჩნია, რასაც სათანადოდ ვერ ვიყენებთ. შეიძლება, სოფლის მეურნეობას დღესდღეობით ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ეს ერთწლიან კულტურებს არ უნდა ეხებოდეს, იმდენად დიდი შესაძლებლობებია ამ მიმართულების განვითარებისთვის. ამას სხვადასხვა აგროპროექტიც უწყობს ხელს, მათ შორის, ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“, მაგრამ ფერმერების მხრიდან ასეთ პროექტებში ჩართულობა კვლავ დაბალ დონეზეა. შეიძლება, ამის მიზეზი, სახელმწიფო პროგრამების პირობები იყოს, არ გამოვრიცხავ. მნიშვნელოვნად უნდა განვავითაროთ მთლიანად აგროსექტორი თავისი გადამამუშავებელი მრეწველობის ჩათვლით, სხვა ვერაფერი გამოგვიყვანს ამ სიტუაციიდანჩვენთან დიდი პრობლემაა ის, რომ ერთწლიანი კულტურების დიდი ნაწილი საზღვარგარეთიდან დემპინგური ფასით შემოდის. კარტოფილის მწარმოებლებიც, ხშირად იკავებენ თავს მოსავლის მოყვანით, რადგან მათი პროდუქტი უცხოურს კონკურენციას დაბალი ფასის გამო ვერ უწევს. ასეა მეხორბლეობაშიც, რის გამოც ერთწლიანი კულტურების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაა.   მართალია, აგრარული სექტორის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ხელშემწყობი ღონისძიებებია და წინსვლა ნამდვილად არის, მაგრამ დარგის განვითარებისთვის არასაკმარისია“- აცხადებს რამიშვილი.



შეგახსენებთ, რომ რუსეთი ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში, ხოლო უკრაინა მეხუთე ადგილზეა. ისინი ერთად ქერის მსოფლიო მარაგის 19%-ს უზრუნველყოფენ, ხორბლის - 14%-ს, ხოლო სიმინდის - 4%-ს, ეს ჯამში მსოფლიო მარცვლეულის ექსპორტის მესამედზე მეტს წარმოადგენს. რუსეთი ასევე არის მსოფლიოში სასუქის წამყვანი ექსპორტიორი.


,,ორი ძირითადი ექსპორტიორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეფერხებამ შეიძლება მთელ მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემა შექმნას“, - აცხადებს გაერო. 


რაც შეეხება საქართველოში აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტს, 2021 წელს 1349 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი.


ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია: რუსეთი (26%), უკრაინა (16%), თურქეთი (11%), ბრაზილია (5%), გერმანია (3%) და სხვა.


2021 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ხორბალი (7%), ფრინველის ხორცი (5%), შაქარი (4%), შოკოლადი (4%), მზესუმზირას ზეთი (4%) იქნა შემოტანილი.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up