რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი გაიყინა

რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი გაიყინა

access_time2022-03-13 16:54:10

დასავლეთის სანქციების გამო რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი (დაახლოებით $300 მილიარდი) გაიყინა, - ამის შეასხებ  განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა, რომლის კომენტარიც რუსულმა საინფორმაციო სდააგენტო  rbc.ru-მ გაავრცელა.

ამის შესახებ იტყობინება RBC-Ukraine-იც, სწორედ რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის რუსული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუზე დაყრდნობით.

სააგენტო წეს, რომ რუსეთს არ შეუძლია გამოიყენოს 300 მილიარდი დოლარის რეზერვები, რომლებიც ადრე ფლობდა. აშშ-ს, ევროკავშირისა და მოკავშირეების სანქციების გამო რეზერვებზე რუსეთის  წვდომა დაიკარგა.


ეს არის იმ რეზერვების დაახლოებით ნახევარი, რაც ჩვენ გვქონდა. ჩვენ გვაქვს რეზერვების საერთო რაოდენობა დაახლოებით 640 მილიარდი, დაახლოებით 300 მილიარდი რეზერვები ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომლითაც მათ ვერ გამოვიყენებთ, - ამბობს რუსეთის ფინანსთა მინისტრი და დასძენს, რომ ქვეყანას რეზერვების გაყინვის გამო პრობლემები შეექმნა ვალდებულებების, მათ შორის, ვალის მომსახურებნასთან დაკავშირებით.

სილუანოვმა თქვა, რომ რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების ნაწილი იუანშია განთავსებული და დასავლეთი ცდილობს ჩინეთიც შეზღუდოს, რომ არ დაუშვას რუსეთის წვდომა მის ვალუტაზე.

და ჩვენ ვხედავთ ზეწოლას დასავლეთის ქვეყნების მიერ ჩინეთზე, რათა შეზღუდოს ორმხრივი ვაჭრობა ჩინეთთან. რა თქმა უნდა, არის ზეწოლა, რომ შეზღუდოს წვდომა იმ რეზერვებზე, რომლებიც ჩვენ გვაქვს იუანში, - თქვა მან.

შეგახსენებთ, საერთასორისო სარეიტინგო სააგენტო  FITCH-ი რუსეთის დეფოლტს პროგნოზირებს. რუსი ექსპერტების პროგნოზები არასაიმედოა.  

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს, როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას. გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.

უკრაინა რუსეთის ტერორისტ ქვეყნად გამოცხადებას ითხოვს და ჰააგის სასამართლოში ჩივის. სასამართლო პროცესი გასულ კვირას დაიწყო, თუმცა პროცესზე არ გამოცხადდა რუსეთის წარმომადგენელი იმ მიზეზით, რომ რუსული მხარის მტკიცებით, ჰააგის სასამართლოს ამ საკითხზე მსჯელობის ლეგიტიმაცია არ აქვს. 

როგორც უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, სრული სიზუსტით გროვდება რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ყველა ფაქტი და უკრაინა მას სამხედრო ტრიბუნალამდე მიიტანს.


რუსეთს უკრაინაში შეჭრის და იქ საომარი მოქმდებების გამო სანქციები დაუწესა ლამის მთელმა მსოფლიომ, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა.



ქვეყანას ერთი მეორის მიყოლებით ტოვევენ უცხოური კომპანიები. ამის საპასუხოდ რუსეთის მთავრობა ამ კომპანიების რუსეთში არსებული ქონების მითვისებით იმუქრება.


რუსეთის საერთაშორისო რეზერვები გაყინულია.


რუბლის კურსზე ზეწოლის პრევენციისთვის ქვეყნის მთავრობამ რუსეთიდან ვალუტის გატანაზე ლიმიტი დააწესა, თუმცა უშედეგოდ, თითქმის 90%-მდეა გაუფასურებული რუბლი.


რუსეთის  საფონდო ბირჟა 28 თებერვლიდან დახურულია და მისი  გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.


რუსეთი ჩახსნილია გადახდის საერთაშორისო სისტემიდან „სვიფტიდან". ქვეყანაში შეწყდა  Visa-ს, Mastercar-ის, American Express-ის და JCB-ის და PayPal -ის საგადახდო ბარათების მუშაობა.


კანადამ ,აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ემბარგო დაადო რუსულ ნავთობს, რითაც ქვეყანამ მილიარდობით შემოსავალი დაკარგა.


ფრენებს რუსეთის მიმართულებით აჩერებენ უცხოური ავიაკომპანიები. თავად რუსული ავიაკომპანიებიც იძულებული არიან შეაჩერონ ყველა საერთასორისო ფრენა, რადგან სალიზინგო ხელშეკრულებების დარღვების გამო, მათ თვითმფრინავებს ინტენსიურად აყადაღებენ.

სანქციების გამო, რუსი ოლიგარქების იახტებსაც "აპატიმრებენ"  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.


მოკლედ, რუსეთი სრულ ფინანსურ იზოლაციასა და სრულ ეკონომიკურ ბლოკადაშია მოქცეული. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები მას დეფოლტს უწინასწარმეტყველებენ.


ექსპერტების შეფასებით, დეფოლტი რუსეთს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც მოუღებს ბოლოს. დეფოლტის გამოცხადება ნიშნავს, რომ ისინი ვალებს ვერ მოემსახურებიან, შესაბამისად მეორე მხარე დაიწყებს მათი აქტივების დაყადაღებას და ჩამორთმევას შემდგომი გაყიდვის და ვალის ამოღების მიზნით. ეს პროცესი წლობით გრძელდება და ამ დროს ასეთ ეკონომიკას, როგორც წესი,  არავინ ეკარება, - არც ინვესტორი, არც ექსპორტიორი, არც ბანკი და ა.შ.  სპეციალისტების პროგნოზით, მინიმუმ მომდევნო 10 წელი და, შეიძლება მეტიც, რუსეთი დარჩება  იზოლაციაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ესაა ეკონომიკური ფსკერი.


ავტორი: ბელა გელაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up