უკრაინის ეკონომიკის სამინისტრო, სხვა ქვეყნების მთავრობებთან ერთად, ეძებს მექანიზმს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის 415 მლრდ დოლარის ოქროს და სავალუტო დაპატიმრებული რეზერვები უკრაინაში გადაიტანოს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილე დენის კუდინმა ნაციონალური ტელეარხით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ეს სახსრები რუსული აგრესიისგან მიყენებული ზარალის კომპენსაციას მოხმარდება.
„დასავლეთის მთავრობებმა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ოქროს და სავალუტო რეზერვები გაყინეს, რომლის მთლიანი ოდენობაც 415 მლრდ დოლარს შეადგენს. ეს თანხა, თითქმის, საკმარისია ერთჯერადი პირდაპირი ზარალის დასაფარად. ჩვენ მოველით, რომ უახლოეს მომავალში, სხვა ქვეყნების მთავრობებთან ერთად, ვიპოვით იურიდიულ მექანიზმს, თუ როგორ შეიძლება, უკრაინამ აღდგენისა და კომპენსაციისთვის ეს თანხა მიიღოს,“ - განაცხადა კუდინმა.
ახლახან უკრაინის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, კირილო შევჩენკომაც განაცხადა, რომ უკრაინის აღსადგენად „დიდი ფული იქნება საჭირო“ და მიყენებული ზარალი, ძირითადად, რუსული ფულით უნდა ანაზღაურდეს.
bpn.ge