ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა გუშინ რუსეთის მიერ დნიპროს დაბომბვას Twitter-ზე ეხმაურება. ნაუსედა წერს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და სიკვდილი და ნგრევა მოაქვს და მსოფლიოს უკრაინის გვერდით დგომისკენ მოუწოდებს.
„მათ მოაქვთ ნგრევა, სიკვდილი და უზარმაზარი ტანჯვა ყველგან, სადაც მიდიან.
სისასტიკეს, მასობრივ მკვლელობებს, თავდასხმებს საცხოვრებელ კორპუსებზე - რაც დღეს დნიპროში ქნეს - არასოდეს დაივიწყებენ და აპატიებენ. მათ პასუხისმგებლობის დრო მოვა“, - წერს ლიეტუვას პრეზიდენტი.