რუსეთში პროგნოზირებული დეფოლტი იწყება. მას შემდეგ რაც რუსეთის რკინიგზამ ვალი ვერ დაფარა, ევროპულმა სავალო სააგენტომ მისი ობლიგაციების დეფოლტად კლასიფიცირებას დაუჭირა მხარი. თავად რკინიგზაში აცხადებენ, რომ მათ ვალის გადახდა 14 მარტს სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
ვალდებულებების გასტუმრებაში, რუსეთს ყველაზე მეტად უცხოური აქტივების გაყინვა და საერთაშორისო გადარიცხვების შეზღუდვა ურთულებს, რის გამოც კრედიტების დაფარვას რუბლებში ცდილობს, რასაც კრედიტორები არ იღებენ.
რუსეთს მკაცრი სანქციები უკრაინაში შეჭრის შემდეგ რამდენიმე ეტაპად დაუწესეს. სანქციებმა ენერგეტიკის გარდა თითქმის ყველა სფერო მოიცვა. რუსეთისთვის კი მთავარი შემოსავლის წყარო ნავთობისა და გაზის ექსპორტია. ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ დეფოლტი დროებით გადაავადა, თუ ემბარგო მასაც შეეხეო რეცესია მნიშვნელოვნად დაჩქარდება.