მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი, მარია ზახაროვა “ტელეგრამის” პირად გვერდზე ადასტურებს.
ზახაროვას განცხადებით საგარეო უწყების შენობის ერთ-ერთი კორპუსის ტექნიკურ სივრცეში სახანძრო სიგნალიზაცია ჩაირთო. სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება. ზახაროვას განცხადებით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.