უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან 25 მარტის დილამდე დაღუპულია 135 ბავშვი და დაჭრილია 184.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.
ოფისის ცნობითვე, მთლიანად, ან ნაწილობრივ დანგრეულია 230-ზე მეტი სკოლა და 155 საბავშვო ბაღი. ყველაზე მეტი - დონეცკის, ხარკოვის, ნიკოლაევის, სუმის, კიევის, ხერსონის და ჩერნიგოვის ოლქებში და დედაქალაქ კიევში.
უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებით, ეს მონაცემები არ ასახავს სრულ სურათს, რადგან შეუძლებელია შესვლა იმ რაიონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
radiotavisupleba.ge