„რუსეთის სატრანსპორტო დერეფანი ბაზრიდან გათიშულია და ამ პოტენციალის ნაწილი საქართველოს ასათვისებელია“ - გიორგი სეთურიძე

„რუსეთის სატრანსპორტო დერეფანი ბაზრიდან გათიშულია და ამ პოტენციალის ნაწილი საქართველოს ასათვისებელია“ - გიორგი სეთურიძე

access_time2022-11-14 13:00:15

ავიაკომპანია „კამექს ეარლაინსის“ საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტი live“-ში საქართველოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციაზე ისაუბრა.


გიორგი სეთურიძის თქმით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით რუსეთს კარგად აწყობილი დერეფანი ჰქონდა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ბაზრიდან გათიშულია და ამ პოტენციალის ნაწილი საქართველოს ასათვისებელია.


„ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი არ იშურებდა ინვესტიციებს და საკმაოდ კარგად აწყობილი დერეფანი ჰქონდა აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. რუსეთს, საერთაშორისო ბაზრებზე მომუშავე, რამდენიმე ათეული სატვირთო თვითმფრინავი ჰყავდა, რომლის საერთაშორისო ტვირთამწეობა 4 000 ტონას აღემატებოდა. ეს ყველაფერი დღეს ბაზრიდან გათიშულია და ამ პოტენციალის ნაწილი საქართველოს ასათვისებელი გახდება,“- განაცხადა გიორგი სეთურიძემ.


გიორგი სეთურიძემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანამ საავტომობილო გზების გამტარუნარიანობის უზრუნველყოფა შეძლო და მომატებული საავტომობილო ინტენსივობისთვისაც მზადა.


„რაც შეეხება პორტებს, ბათუმი და ფოთი კერძო მმართველობის ქვეშაა და ჩვენთვის ცნობილია, რომ მათი მოდერნიზება და ტვირთგამტარიანობის ამაღლება ხდება. ვერ ვიტყვით, რომ იქ საცობებია. უმკლავდებიან და პოტენციალი კიდევ არსებობს“,- თქვა გიორგი სეთურიძემ.



ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სეთურიძემ განაცხადა, რომ პროექტი ექსპერტებისთვის კარგადაა ცნობილი და შეფასებული, მაგრამ აქ ბევრი ნიუანსია. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს პოლიტიკას სრულად იზიარებს და მიიჩნევს, რომ ამ საკითხის მართვა საკმაოდ სწორად ხდება.


საავიაციო გადაზიდვებზე საუბრისასა გიორგი სეთურიძემ აღნიშნა, რომ  საქართველოში სატვირთო გადაზიდვებს რამდენიმე კომპანია ახორციელებს და  საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში 7 თვითმფრინავია ჩართული.


„პოტენციალი საკმაოდ დიდი გვაქვს, მაგრამ სწორი პოლიტიკის წარმართვა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. განვითარება სჭირდება როგორც ასაფრენ ბილიკს, ისე ტვირთების დამუშავების ცენტრებს, რაც უფრო კერძო სექტორის გასაკეთებელი იქნება, მაგრამ ხელისუფლება ამაზე ფიქრობს და ძალიან მალე ჩამოყალიბებული და პერსპექტიული პოლიტიკა აქაც გვექნება,“- განაცხადა გიორგი სეთურიძემ.


რადიო „კომერსანტის“ ეთერში გიორგი სეთურიძემ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და მდგრადობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ზრდა მდგრადია და პროცესები, რასაც ეს ზრდა მოყვა, ჰაერიდან არ მოსულა.


„ეს ყველაფერი წინასწარ ბევრი წლის წინ, პანდემიამდე და ომამდე დაგეგმილი ძალისხმევის შედეგია. ამ პროცესების შესახებ მსმენელმა და ფართო საზოგადოებამ არ იცის, მაგრამ ხელისუფლებაში ბევრი რამ კეთდებოდა იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას და უცხოელ ინვესტორებს იმის საშუალება ჰქონოდათ, რომ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობა განეხორციელებინათ,“- განაცხადა გიორგი სეთურიძემ.


მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up