რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი ტაქტიკა

რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი ტაქტიკა

access_time2022-03-02 19:00:17

ედვარდ ფიშმანი, Atlantic Council–ს და ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის თანამშრომელი და კრის მილერი – ფლეტჩერის სკოლის დოცენტი, ამერიკის მეწარმეობის ინსტიტუტის მოწვეული თანამშრომელი რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს აანალიზებენ foreignaffairs.com–ზე გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში. მათი დასკვნით, „შეკავების სტრატეგია ჩავარდა, ჯერი რუსეთის ეკონომიკურ განადგურებაზე დადგა“.



რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ წარმოადგენს მისი ქცევის შეცვლის ინსტრუმენტს, მათი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განადგურებაა. მათი მთავარი მიზანი არა მოსკოვის კონკრეტული ქმედებების შეკავება, არამედ რუსეთის აშშ–თან და მის მოკავშირეებთან სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების რადიკალური ცვლილებაა, მათივე გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.



მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ეკონომიკისთვის „მყისიერი და უმკაცრესი დარტყმის“ პირობა შეასრულა. მისმა ადმინისტრაციამ უფრო ხისტი სანქციები დააწესა, ვიდრე ეს 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ მოხდა. ახლანდელი სანქციები ეხება ბანკებს, სახელმწიფო ობლიგაციებს, სახელმწიფო კომპანიების ფასიან ქაღალდებს. ასევე უპრეცედენტოდ მკაცრია მრავალმხრივი საექსპორტო კონტროლი, რომლის მიზანიც რუსეთში მაღალტექნოლოგიური იმპორტის 50%–იანი შემცირებაა. ეს სანქციები, ევროკავშირისა და სხვა პარტნიორების მიერ დაწესებული შეზღუდვების თანხლებით, გლობალური ეკონომიკისგან რუსეთის იზოლაციას დააჩქარებს.



ასეთი ნაბიჯი ვერ ჩაითვლება წარმატებული პოლიტიკის მაჩვენებლად, მიუხედავად ტრანსატლანტიკური დიპლომატიის შთამბეჭდავი შედეგებისა. პირიქით, მათში აისახება იმ პოლიტიკის ჩავარდნა, რომელიც პუტინის შეკავებას და უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის პრევენციას ისახავდა მიზნად. შეიძლება, სანქციებით დამუქრება არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან პუტინს მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი სამხედრო ინტერვენცია, მიუხედავად მისი მოსალოდნელი შედეგებისა. ვერ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ პუტინმა მოსალოდნელი ზარალი ადეკვატურად ვერ შეაფასა, რომლებიც დასავლეთის სანქციებმა უკვე მოუტანა. 2014 წლის სანქციებმა ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეარყია, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთმა დასტაბილურება შეძლო .



სანქციებით დამუქრების ჩავარდნა არ ნიშნავს, რომ აშშ–მა მათზე საერთოდ უარი უნდა თქვან. ეკონომიკური დასჯის ზომები არა მხოლოდ აგრესიის საფასურის გადახდევინებაა რუსეთისთვის, არამედ უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის დემონსტრირებაცაა. სანქციები რუსულ ელიტას და საზოგადოებას დაანახებს, რომ პუტინის იმპერიული ფანტაზიები მათთვის დამაზიანებელია.



„ცხოვრების დონის ვარდნამ და პერსპექტივების შემცირებამ ქვეყნის შიგნით პუტინის მხარდაჭერა შესაძლოა შეასუსტოს, რაც, თავის მხრივ, საგარეო პოლიტიკას რესურსებს და ყურადღებას მოაკლებს. ეკონომიკური სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაში მოსკოვს საზღვარგარეთ ძლევამოსილების დემონსტრირების შესაძლებლობებს დაუკარგავს“.




რუსეთის არმია უკვე უკრაინაშია, ხოლო საგარეო პოლიტიკა, დიდი ალბათობით, კარდინალურად არ შეიცვლება, ვიდრე პუტინია ხელისუფლებაში.



პირველი ტალღა



აშშ–მა და მისმა მოკავშირეებმა პუტინის მიერ უკრაინაში ჯარით შესვლის გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე საათში მოამზადეს სანქციები. ამ ზომების გასაჯაროებამდე კვირებით ადრე ბაიდენი მიანიშნებდა, რომ დარტყმას მიიღებენ რუსეთის სახელმწიფო ბანკები, ასევე შემოიღებდნენ ღონისძიებათა კომპლექსს, რომელიც ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტს გააკონტროლებდა. ფაქტობრივად ადმინისტრაცია უფრო შორსაც წავიდა: სანქციები შეეხო რუსეთის ვალდებულებებს და მსხვილი სახელმწიფო კომპანიების ფასიან ქაღალდებს ეკონომიკის ყველა მნიშვნელოვან სექტორში, მათ შორის გაზის, ალმასის მომპოვებელ და სარკინიგზო მიმართულებებს.



ყველაზე ქმედითი აღმოჩნდა ვაშინგტონის სანქციები რუსული საფინანსო ინსტიტუტების წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც პუტინმა განაცხადა ორი თვითაღიარებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ბაიდენის ადმინისტრაციამ დამბლოკავი სანქციები მიიღო – რუსეთის ვნეშეკონომბანკის ყველა აქტივის გაყინვა და მასთან ტრანზაქციების აკრძალვა. ეს ბანკი კრემლის ერთგვარი სალაროა და მისი აქტივების მოცულობა $50 მლრდ–ს შეადგენს. ვაშინგტონმა პირველად გამოიყენა ყველაზე დამაფრთხობელი სანქციების ნაკრები მსხვილი რუსული ბანკის წინააღმდეგ.



ამჟამად სანქციები ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განადგურებაზეა ორიენტირებული. ამის მიუხედავად, ამერიკული და ევროპული შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ ისეთი ყოვლისმომცველი არ არის, როგორც ეს ირანის შემთხვევაშია.



ახალი სასანქციო ტაქტიკა



აშშ–ის და ევროკავშირის სანქციები გაძლიერდება და რუსეთის ეკონომიკა, ცხადია, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. საფონდო ბაზარი და რუბლის კურსი ისტორიულ მინიმუმებზე ჩამოვა, მოხდება ნახტომისებრი ინფლაცია. დავარდება ქვეყანაში ცხოვრების დონე, ეკონომიკურმა სირთულეებმა პუტინი შეიძლება აიძულოს, უარ თქვას საბრძოლო მოქმედებებზე. ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში აშშ და მისი პარტნიორები მზად უნდა იყვნენ რუსეთისთვის მკაცრი სანქციების მოსახსნელად. თუმცა ასეთი გამოსავალი ნაკლებსავარაუდოა. ყოველ შემთხვევაში, სანქციების ეფექტი აუცილებლად იქნება ეკონომიკური კრახი, რაც ძალიან გაურთულებს მოსკოვს სამხედრო ოპერაციების დაფინანსებას. სანქციები ამ საკითხში რამდენიმე ასპექტს მოიცავს.



პირველ რიგში, ფინანსური პრობლემები შეანელებს ეკონომიკის ზრდას. რუსეთის ეკონომიკა, დიდი ალბათობით, მიმდინარე წელს შემცირდება ვაშინგტონისა და ბრიუსელის სანქციების გავლენით. რუსეთისთვის ფინანსური სანქციების შემოღება საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებიდან მის ჩამოშორებას ნიშნავს, რაც შეამცირებს ინვესტიციებს და დიდი ხნის განმავლობაში შეანელებს ეკონომიკურ ზრდას. სანქციები დასავლეთსაც დააზარალებს და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ამერიკელმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა – კერძოდ, გაიზრდება ნედლეულის ფასი, მათ შორის ნავთობზე, გაზზე და ლითონებზე. თუმცა, ამერიკული და ევროპული ეკონომიკები ჯამში რუსულ ეკონომიკას სულ მცირე 20–ჯერ აღემატებიან და ეკონომიკური ზარალი ორივესთვის თანაბარი იქნება, თუმცა რუსეთი ნამდვილად მეტ ზიანს მიიღებს, საბოლოოდ რუსეთის ფედერაცია ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.



ზეგავლენის კიდევ ერთი ასპექტი – სანქციები მოსკოვს საკუთარი ძლევამოსილების აფიშირების შესაძლებლობას გაუქრობს და პუტინის შიდაპოლიტიკურ გათვლებს ჩამოშლის. მზარდი ეკონომიკური უკმაყოფილება კრემლს აიძულებს, საგარეო პოლიტიკიდან და შეიარაღებიდან კაპიტალი შიდა პრობლემებზე გადაამისამართოს, ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად.



დაბოლოს, სანქციები და ექსპორტის კონტროლი რუსეთს თანამედროვე შეიარაღების წარმოების შესაძლებლობას მოუსპობს. რუსეთი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ტექნოლოგიების იმპორტზე, მათ შორის პროგრამულ უზრუნველყოფაზე და ნახევარგამტარებზე. ამ მიმართულებით  პრობლემებს უკვე აწყდება, შეიძლება ითქვას, რომ მაღალი სიზუსტის ჭურვების წარმოება შეუძლებელი გახდა .



დებატები ესკალაციაზე


იმის გათვალისწინებით, რომ აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად ზრდის რუსეთზე სანქციებით ზეწოლას, ბაიდენის ადმინისტრაციას სტრატეგიული გეგმა სჭირდება – საბოლოოდ რის მიღწევა სურს შემდგომი ნაბიჯებით. ვაშინგტონმა დაკარგა იმედი, რომ სანქციები რუსეთს რაიმე კონკრეტული პოლიტიკისკენ უბიძგებს. საქმე ისაა, შესაძლებელია თუ არა გარკვეული ტიპის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებით აშშ–ის მდგომარეობის გაუმჯობესება რუსეთთან მიმართებაში უახლოეს 10 წელიწადში. სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით, პასუხი უარყოფითი იქნება. ნებისმიერი ზომები, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებისთვის გარკვეულ დანაკარგს გამოიწვევს, მაგრამ გაცილებით სერიოზულ ზიანს მიაყენებს რუსეთს, დასავლეთის სასარგებლოდ იმუშავებს.



სტრატეგიის ასეთი განვითარება მარტივი არ იქნება დასავლეთის დემოკრატიებისთვის. რუსეთის მთავრობა რეპრესიების მასშტაბურ აპარატს გამოიყენებს უკმაყოფილების ჩასახშობად. დასავლელი ლიდერები კი თავისი ამომრჩევლის წინაშე აგებენ პასუხს, რომელთაც საკუთარი ჯიბე ადარდებთ. სწორედ ამიტომ დასავლეთი ჯერჯერობით თავს იკავებს რუსეთის ენერგოსექტორის სანქცირებისგან.



მიუხედავად ამისა, დასავლელ ლიდერებს უკვე ესმით, თუ რაზე დევს ფსონი არსებულ ვითარებაში. ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებული ფულით კრემლი სამხედრო მანქანას კვებავს. თუ დასავლეთი შეძლებს რუსეთისთვის ნავთობის ექსპორტის შეზღუდვას, ეს მნიშვნელოვნად შეასუსტებს კრემლს.



სანქციების არსი დღეს ისაა, რომ აშშ–სა და ევროპის რუსეთთან ურთიერთობები შეცვალოს. ნებისმიერი შენარჩუნებული ვაჭრობა ვაშინგტონისა და ევროპის ქვეყნების სასარგებლოდ უნდა მუშაობდეს და არა კრემლის. პუტინს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გლობალური ეკონომიკიდან მიღებული სარგებლით საკუთარი სამხედრო ძალები კვებოს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up