რუსეთის შეჭრა უკრაინაში აფერხებს პოსტპანდემიურ ეკონომიკურ აღდგენას - მსოფლიო ბანკი

რუსეთის შეჭრა უკრაინაში აფერხებს პოსტპანდემიურ ეკონომიკურ აღდგენას - მსოფლიო ბანკი

access_time2022-10-05 11:00:32

მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომმა შეასუსტა პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ქვეყნებში.



ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მომავალი წლის განმავლობაში ეკონომიკური საქმიანობა საგრძნობლად შენელდება, რაც მინიმალური ეკონომიკური ზრდით - 0.3 პროცენტით აისახება 2023 წელს, რასაც ენერგორესურსებზე ფასების მატების ზემოქმედება განაპირობებს. თუმცა, ჯერ-ჯერობით რეგიონმა იმაზე უკეთესად გადალახა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ეკონომიკური შედეგები, ვიდრე ეს თავიდან იყო ნავარაუდევი. პროგნოზის მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური გამოშვება წელს მხოლოდ 0.2%-ით შემცირდება, რაც ასახავს რეგიონის ზოგიერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანებში მოსალოდნელზე მაღალ ზრდას და ზოგიერთი ქვეყნის მთავრობის მიერ პანდემიის პერიოდში გამოყენებული სტიმულირების პროგრამების გახანგრძლივებას.



წელს მოსალოდნელია უკრაინის ეკონომიკის ვარდნა 35%-ით, რაც განპირობებულია საწარმოო სიმძლავრეების განადგურებით, სასოფლო-სამეურნეო მიწის დაზიანებით და შრომითი რესურსების შემცირებით 14 მლნ-მდე ადამიანის იძულებით გადაადგილების გამო. მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი შეფასებების თანახმად, უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის საჭირო რესურსები სოციალური, საწარმოო და ინფრასტრუქტურული სექტორების მიმართულებით სულ მცირე 349 მლრდ. აშშ დოლარს აღწევს, რაც 1.5-ჯერ აღემატება უკრაინის ომამდელი ეკონომიკის (2021წ.) მოცულობას.



„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ადამიანების იძულებით გადაადგილებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი უდიდესი კრიზისი გამოიწვია, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. ომის გამო უკრაინა კვლავ საჭიროებს ფართომასშტაბიან ფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის აღდგენისა და რეკონსტრუქციის იმ პროექტებისთვის, რომელთა დაწყება სწრაფად არის შესაძლებელი“,   აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ.




ბანკის ინფორმაციით, კვლავაც გრძელდება ომის შედეგად გამოწვეული გლობალური ეკონომიკური დასუსტება, რადგან წყვეტაა სავაჭრო ნაკადებში, კვლავ ძალაშია სურსათის და ნავთობის ფასების შოკი, რაც ხელს უწყობს ინფლაციის მაღალ მაჩვენებლებს და შესაბამისად გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებას. ეკონომიკურმა ევროზონამ, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი და ფორმირებადი ბაზრების მქონე ქვეყნებისთვის უმსხვილესი ეკონომიკური პარტნიორია, თავისი საქმიანობის არსებითი შენელება 2022 წლის მეორე ნახევარში იგრძნო მიწოდების ჯაჭვების შესუსტების, მომატებული ფინანსური დაძაბულობის, და მომხმარებელთა და საწარმოთა ნდობის დაქვეითების გამო. უკრაინაში შეჭრის ყველაზე დამაზიანებელი შედეგი ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდაა რუსეთიდან ენერგომატარებლების მიწოდების შემცირების ფონზე.


ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შემცირება 2023 წლისთვის მნიშვნელოვანწილად შეეხო ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი და ფორმირებადი ბაზრების მქონე ქვეყნებს, რამდენადაც რეგიონული პერსპექტივები გაურკვეველია. გახანგრძლივებულ ან ინტენსიურ ომს შეუძლია გაცილებით ფართომასშტაბიანი ეკონომიკური და ეკოლოგიური ზიანის გამოწვევა, და ასევე საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების დანაწევრების წინაპირობის შექმნა. ფინანსური დაძაბულობის რისკი ასევე მომატებულია ვალის და ინფლაციის მაღალი დონის გათვალისწინებით.



ანგარიშის დანართი იკვლევს ენერგოკრიზისის ზემოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის, გაზის და ნახშირის გლობალური ფასები 2021 წლიდან მატულობდა, ისინი ნახტომისებურად მკვეთრად გაიზარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რის გამოც ინფლაციამ რეგიონში ათწლეულების განმავლობაში რეკორდულ დონეს მიაღწია. უპრეცედენტო კრიზისი გავლენას ახდენს როგორც მომხმარებლებზე, ისე მთავრობაზე, რითაც ზღუდავს ფისკალურ ხელმისაწვდომობას, ფირმის პროდუქტიულობას და შინამეურნეობების კეთილდღეობას.



უმძიმესი დარტყმა მიადგება ქვეყნებს, რომლებიც გათბობისთვის (რომელზეც მოდის ენერგორესურსებზე მოთხოვნის 30%), მრეწველობისთვის ან ელექტროენერგიის მისაღებად ბუნებრივი გაზის იმპორტზე საშუალო ან მაღალი დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ასევე იმ ქვეყნებს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ევროკავშირის ენერგობაზრებთან. ეს ქვეყნები უნდა მოემზადონ გაზის დეფიციტისთვის და შეიმუშაონ საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმები ოჯახებისა და ფირმებისთვის ყველაზე მაშტაბური უარყოფითი ზემოქმედების შესარბილებლად, ენერგორესურსების დაზოგვის, ენერგოეფექტიანობის ზრდის და კვოტირების გეგმების ჩათვლით. ქცევის ცვლილებისკენ მიმართული კამპანია, რომელიც ფოკუსირდება გათბობის ეფექტიანობაზე სახლებსა და შენობებში, როგორიცაა მაგალითად ფანჯრების დათბუნება და იზოლაციის დამატება, შედარებით მცირე ინვესტიციას მოითხოვს და სწრაფ შედეგს მოიტანს.



„ერთდროულად განვითარებული კრიზისები, რაც უკრაინის ომის, მიმდინარე პანდემიის და სურსათისა და ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდის სახით მოგვევლინა, მტკივნეული შეხსენებაა, რომ მთავრობები მზად უნდა იყვნენ მასიური, მოულოდნელი შოკების სამართავად. საჭიროა განხორციელდეს სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის - სოციალური დაცვის სისტემების მოდერნიზება, რათა გაცილებით ეფექტურად მოხდეს მიმდინარე შოკებთან და მომავალ გრძელვადიან გამოწვევებთან გამკლავება,“ - განაცხადა ანა ბიერდემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up