აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, პუტინმა მთელი თავისი „რისხვა და ცეცხლი“ უკრაინის მოქალაქეებისკენ მიმართა, თუმცა რუსეთი ახალი სტრატეგიით მიზანს ვერ მიაღწევს.
„გათბობა, წყალი, ელექტროენერგია… პრეზიდენტ პუტინის ახალი სამიზნეებია და ძალიან ძლიერად ურტყამს მათ,“ – თქვა ბლინკენმა ბუქარესტში NATO-ს ორდღიანი სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, პუტინი ცდილობს, კიევს მოკავშირეები ჩამოაშოროს და აიძულოს დასავლეთი, უკრაინა შიმშილისა და ყინვისთვის გაწიროს.
„ეს სტრატეგია არ მუშაობს და არც იმუშავებს. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ რუსეთი ცდება. “ – უთხრა ბლინკენმა ჟურნალისტებს.