„რუსეთის სხვა ბაზრებით ჩანაცვლებამ, შესაძლოა, ფასების ზრდა გამოიწვიოს“ - „საზოგადოება და ბანკები“

„რუსეთის სხვა ბაზრებით ჩანაცვლებამ, შესაძლოა, ფასების ზრდა გამოიწვიოს“ - „საზოგადოება და ბანკები“

access_time2022-06-10 15:00:02

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმპორტიორების მხრიდან რუსეთის ჩანაცვლება სხვა ქვეყნებით. აღნიშნული შესაძლებელია იყოს, როგორც ყაზახეთი, ასევე თურქეთი და ევროკავშირის ქვეყნები. რუსეთის ჩანაცვლებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფასების ზრდა და მომხმარებლების არჩევანის ცვლილება დაბალი ღირებულების საქონლის მიმართ. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარის მიმოიხილვას ეხება.


მიმოხილვის მიხედვით, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში მიწოდების ჯაჭვში მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოქმნა. 2021 წლის განმავლობაში, საქართველოში რუსეთიდან და უკრაინიდან 300 მლნ. აშშ დოლარის ხორბლის, ზეთის, შოკოლადის და სხვა პირველადი მოხმარების საქონლის იმპორტი განხორციელდა.



„არასტანდარტული გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლებელია, განვიხილოთ გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება, რომ შემცირდეს მოსახლეობაზე ინფლაციური წნეხი, განსაკუთრებით პირველადი მოხმარების საქონლის შემთხვევაში.


საერთო ჯამში, ახალი გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია მომწოდებლების დივერსიფიცირება და ბაზრის გაჯანსაღება. გაურკვეველია რა ვადით გაგრძელდება რუსეთზე დაწესებული სანქციები და რა დამატებითი შეზღუდვა დაწესდება აღნიშნული მიმართულებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ახალი ბაზრების მოძიებას სახელმწიფოს მხარდაჭერით და მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოების ზრდა“,  აღნიშნულია კვლევაში.


ორგანიზაციის ინფორმაციით, შაქრის დეფიციტის შემთხვევა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა, ნათლად აჩვენებს, რომ მომხმარებელთა მოლოდინის მართვა მნიშვნელოვანი გამოწვევაა სექტორში. დიდი აჟიოტაჟის პირობებში, ნებისმიერ საქონელზე შეიძლება მოკლევადიან პერიოდში წარმოიქმნას დეფიციტი. თუმცა, თავისუფალი ვაჭრობის და არსებული რეალობის გათვალისწინებით, „საზოგადოება და ბანკებში“ ფიქრობენ, რომ საქართველოს არ ემუქრება რომელიმე საქონელზე დეფიციტი და ხელოვნური აჟიოტაჟის პირობებში საჭიროა შესაბამისმა უწყებებმა, ისევე როგორც რითეილერთა და დისტრიბუტორთა ასოციაციებმა გააკეთონ შესაბამისი განცხადებები და დაამშვიდონ მოსახლეობა.


ასევე, მნიშვნელოვანია საწვავის გაზრდილი ღირებულება, რომელიც პირდაპირ აისახება პირველადი მოხმარების საქონლის ფასზე. აღნიშნულ პირობებში მთავრობის მხრიდან აქციზის განაკვეთის შემცირება ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს.

თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up