რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკან დახევა აღიარა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკან დახევა აღიარა

access_time2022-09-10 21:45:20

მას შემდეგ, რაც უკრაინის ჯარების შეტევის შედეგად ფრონტი გაირღვა და ათობით დასახლებული პუნქტი იქნა გათავისუფლებული, შაბათს, 10 სექტემბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირველად, ირიბად დაადასტურა რუსეთის ჯარების უკანდახევა.


სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ "სამი დღის განმავლობაში განხორციელდა იზიუმ-ბალაკლიას სამხედრო ჯგუფების შეკრებისა "და ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაყვანის "ოპერაცია".


ასეთი მანევრის მიზეზად, რომელიც განცხადებაში ჯარების გადაჯგუფებად მოიხსენიება, დასახელებულია "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნების მიღწევის" აუცილებლობა, რაც მოითხოვს "ძალისხმევის გაძლიერებას დონეცკის მიმართულებით".


მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა ქალაქ ბალაკლიას გათავისუფლების შესახებ, 10 სექტემბერს კი კონფლიქტის ორივე მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ჯარებმა ქალაქი იზიუმიც დატოვეს. 10 სექტემბერს უკრაინის ჯარებმა დაიკავეს ქალაქ კუპიანსკის დიდი ნაწილიც, რომელიც იზიუმის სამხრეთით მდებარეობს. ამ ქალაქში უკრაინის ბოლოდროინდელი შეტევის დაწყებამდე მდებარეობდა ხარკოვის რეგიონის რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი საოკუპაციო ადმინისტრაცია.



დღის მეორე ნახევარში, 10 სექტემბერს, გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები იმის შესახებ, რომ რუსული ჯარები ტოვებენ რუსეთის საზღვართან, კუპიანსკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ვოლჩანსკსაც.


ყველა ამ ქალაქზე რუსეთმა აიღო კონტროლი ომის დაწყებისთანავე, თებერვალში და მარტში. უკრაინის შეტევა 6 სექტემბერს დაიწყო. 5 დღის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები ათეული კილომეტრებით მიიწევდნენ წინ და ათობით დასახლებული პუნქტი აიღეს.


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია ყველა ცნობა ქალაქების აღების შესახებ. ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ - როგორც რუსეთის ხელისუფლება უწოდებს ომს - მიზნებად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ასახელებდა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დაცვას და ასევე უკრაინის „დენაციფიკაციასა“ და „დემილიტარიზაციას“.


ამ ტერმინების კონკრეტული შინაარსი, ისევე როგორც მიზნებიც, მუდმივად იცვლება რუსეთის წარმომადგენელთა განცხადებებში. რატომ იყო საჭირო ამ მიზნების მისაღწევად მარტში ხარკოვის რეგიონის ნაწილის დაკავება და რატომ დადგა სექტემბერში იქიდან ჯარების გამოყვანის აუცილებლობა, თავდაცვის სამინისტროს განცხადებებიდან ნათელი არ არის.


აპრილში კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან რუსული ჯარების გაყვანაც ასევე განმარტეს, ერთი მხრივ, "კეთილი ნების ჟესტად", ხოლო მეორე მხრივ, დონბასში ოპერაციის მიზნების მიღწევაზე ფოკუსირების აუცილებლობით.



წყარო: radiotavisupleba.ge

თეგები:
რუსეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up