რუსეთის უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, ალიანსი ბირთვულ ომს უნდა ელოდოს, — ამის შესახებ რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა განაცხადა.
რუსეთი უკრაინაში შეიჭრის შემდეგ, მედვედევმა არაერთხელ ისაუბრა ბირთვული კატასტროფის საფრთხეზე, მაგრამ მისი ახალი აღიარება რუსეთის დამარცხების შესაძლებლობის შესახებ მიუთითებს უკრაინაში დასავლური იარაღის გაზრდილი მიწოდების გამო ოკუპანტების შეშფოთებაზე.
„ატომური იარაღის მფლობელის დამარცხებამ ომში, შეიძლება ბირთვული ომი გამოიწვიოს. ბირთვულ ძალებს არასოდეს წაუგიათ დიდი კონფლიქტები“, - განმარტა მედვედევმა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა კირილემ კი აღნიშნა, რომ რუსეთის განადგურების მცდელობა მსოფლიოს დასასრულს ნიშნავს.