მეტალის წარმოება ევროპაში და მთელ მსოფლიოში დაეცა - ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი სექტორის გამოწვევებზე

მეტალის წარმოება ევროპაში და მთელ მსოფლიოში დაეცა - ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი სექტორის გამოწვევებზე

access_time2023-03-07 10:30:00

როგორ დაიწყო 2023 წელი ფეროშენადნობთა სექტორისთვის და რა გამოწვევების წინაშე დგას ბიზნესი, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნუგზარ კევლიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით უკვე ერთი წელია, რაც სექტორში ნეგატიური ტენდენციებია. ნუგზარ კევლიშვილის განმარტებით,  რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია ის, რომ მეტალის წარმოება, პირველ რიგში ევროპაში და შემდეგ მთელ მსოფლიოში დაეცა, დაიწყო პოლიტიკური და ეკონომიკური  კრიზისი, რამაც ჯაჭვური რეაქცია გამიწვია და ქართულ ფეროშენადნობზეც ნეგატიური გავლენა მოახდინა.

 

„ფასის ვარდნა დაიწყო გასული წლის მარტში და 2022 წლის ბოლომდე გრძელდებოდა, 2022 წლის დეკემბერში ფასი ოდნავ გაიზარდა და გაჩნდა იმედები, რომ 2023 წელი კარგად დაიწყებოდა, მაგრამ იანვარში თუ ფასი 1250 დოლარის ნიშნულზე დაფიქსირდა, თებერვალში ფერო სილიკონ მანგანუმზე 1233 დოლარი  შეადგინა. ეს ტენდენციები ნარჩუნდება, მთლიანად მსოფლიოში  მეტალის  წარმოებამ საკმაოდ იკლო, აშშ-ს ბაზარი, რომელიც სტაბილურობით გამოირჩევა 42% - იანი ფასის კლება ჰქონდა გასული წლის  დეკემბერში. ძალიან დიდი პრობლემებია ევროპაშიც, პრაქტიკულად  მოთხოვნა  არ  არის,  თითქოს  თურქეთი  დეკემბრის  ბოლოს გამოცოცხლდა, მაგრამ მიწისძვრამ რეგიონი დააზარალა, იმ რეგიონში სადაც მიწისძვრა მოხდა, ნაწილი შეჩერებულია, ნაწილმა  კი წარმოება  შეამცირა“, აღნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.

 

კითხვაზე თუ რა იწვევს ფეროშენადნობზე ფასების ვარდნას, ნუგზარ კევლიშვილი აღნიშნავს, რომ პირველ რიგში ეს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა, მისივე თქმით ამ ეტაპზე არანაირი დიდი პროექტი არ კეთდება და დიდ პროექტებში  თანხები არ იდება, რადგან ყველა ელოდება ამ ყველაფრის დასრულებას.

 

„რაც შეეხება თურქეთის მიწისძვრას, ჯერ მიდის გაწმენდითი სამუშაოები, 4-5 თვე  დასჭირდება გაწმენდით  სამუშაოებს და შემდეგ ეს მოთხოვნა გაჩნდება, აღსანიშნავია ისიც, რომ ხარისხის კუთხით თურქეთის ბაზარზე კონკურენტი არ გვყავს,  ჩვენს კონკურენტებად ამ ბაზარზე ინდოელები ითვლებიან, თუმცა მხოლოდ ფასით, ხარისხით კონკურენციას ვერ გვიწევენ.



ამ ბაზარზე ერთ -ერთ დიდი მოთამაშე და პარტნიორი არის აშშ. იმედი გვაქვს, რომ აშშ-ში გაიზრდება ექსპორტი და მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე, რაც  შეეხება რუსეთის  და ევრაზიის ბაზარს, ეს ბაზრები ქართული პროდუქციისთვის პრაქტიკულად  დახურულია, 2019 წელს დაწყებულმა გამოძიებამ, 2022 წლის დეკემბერში გადასახადი დააწესა ქართულ პროდუქციაზე, რაც 2017 წელს დაუწესეს უკრაინელებს და პრაქტიკულად  კონკურენტუუნაროა  რუსეთის  ბაზარზე.  შარშანდელი მონაცემებით ქართული ფერო სილიკონ მანგანუმის  40%  გადიოდა  რუსეთის  ფედერაციაში, ერთბაშად 40% ის  შევსება  ძალიან რთული იქნება, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ გამოცოცხლდება  ევროპა და  დაიწყება  ის პროცესები, რაც იმედს  მოგვცემს, რომ ჩვენი ბაზარი გაიზარდოს, გამსხვილდეს და ევროპის  ქვეყნებში მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - აღმნიშნა ნუგზარ კევლიშვილმა.

 

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, კევლიშვილი აღნიშნავს,  რომ ამ პროდუქციის 98% ექსპორტია, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა ძალიან დაბალია.

 

„ქართველები 10 წელია ამ პროდუქციას  ვაწარმოებთ და მთელ მსოფლიოში ძალიან კარგი რეპუტაცია გვაქვს  დამკვიდრებული, შიდა  ბაზარზე  არ არის საუბარი,  ახლა  ძალიან მძიმე პერიოდი უდგას სექტორს,  ზამთარია  ელექტრო ენერგიაზე ფასი მაღალია და აქედან გამომდინარე  ბევრ  საწარმოს  მოუწია  გაჩერება.

 



თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up