რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 თვე გავიდა

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 თვე გავიდა

access_time2022-03-24 11:00:44

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 1 თვე გავიდა, 24 თებერვალს გამთენიისას, უკრაინის ქალაქების სარაკეტო და საავიაციო დაბომბვა დაიწყო, რასაც მალევე სახმელეთო ოპერაციაც დაემატა. ბლიც კრიგის გეგმა ჩავარდა. მოსკოვმა არათუ კიევი ალყაშემორტყმული მარიუპოლიც კი ვერ აიღო. რუსულმა არმიამ ერთ თვეში 15 000-ზე მეტი ჯარისკაცი, 100-ზე მეტი თვითმფრინავი, 120-ზე მეტი შვეულმფრენი და 1500-ზე მეტი სხვა ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა. მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლმა კი უკრაინაში 3000-ს გადააჭარბა.

 

უკრაინის საზღვრებთან სამხედრო კონტინგენტის ზრდა რუსეთმა გასული წლის დეკემბერში დაიწყო. თებერვალში პირადი შემადგენლობის რაოდენობამ 200 000-ს მიაღწია. მართალია კრემლში ამტკიცებდნენ, რომ მათ, სიტყვა „ომის“ გაგონებაც არ სურდათ, მაგრამ რეალურად სადაზვერვო ინფორმაციის ფლობა არ იყო საჭირო იმის დასადგენად, რომ პუტინი უბრალო, უბრალო წვრთნებს არ ატარებდა და აუცილებლად გაისვრიდა. კითხვის ნიშნები გასროლის მასშტაბების მიმართ ისმებოდა.

 

დეკემბერში პუტინმა NATO-ს ულტიმატუმი წაუყენა, რომ არა მოსალოდნელი საფრთხე ულტიმატუმის პირობები სასაცილოც კი იქნებოდა. მოსკოვი ალიანსისგან აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოების შეჩერების წერილობით დადასტურებას ითხოვდა, თუმცა ეს ყველაფერი არ იყო. პუტინს სურდა, რომ NATO 1997 წლამდე არსებულ საზღვრებში დაბრუნებულიყო, ანუ გაერთიანება ბალტიის რესპუბლიკებს, უნგრეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს უნდა დაეტოვებინათ. ულტიმატუმზე უარის მიღების შემდეგ, უკრაინის საზღვრებთან, როგორც რუსეთის ასევე ბელარუსის მხრიდან რუსული სამხედრო შენაერთების რაოდენობა გაიზარდა. მილიტარიზაციის პროცესი ანექსირებულ ყირიმშიც გაგრძელდა.

 

4 თებერვალს პუტინი პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნას დაესწრო და თავის ჩინელ კოლეგას სი ძინ პინს შეხვდა. მაშინ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჩინეთის პრეზიდენტმა პუტინს ოკუპაციის 21 თებერვლამდე გადადება სთხოვა, რათა 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით მსოფლიო ყურადღების ცენტრში ჩინეთი და პეკინის თამაშები ყოფილიყო.

 

პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა 21 თებერვალს ცნო და გრძელი ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, სადაც აღმოსავლეთ უკრაინაში 2014-2022 წლებში რუსული არმიის აგრესიის შედეგად მოკლული 15 000 ადამიანი კიევის მოწყობილ გენოციდად შერაცხა.

 

პუტინს ვიდეო მიმართვაში არ დაუკონკრეტებია თუ რა საზღვრებში ცნო ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა. მეორე დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, საიდანაც დგინდებოდა, რომ აღიარება სეპარატისტების მიერ კონტროლირებად საზღვრებზე ვრცელდებოდა, თუმცა შემდეგ ახალი განმარტება გაკეთდა. პრეზიდენტმა ეს „ქვეყნები“ რომ აღიარა, მათი კონსტიტუციაც ცნო შესაბამისი საზღვრებითო, რაც იმას ნიშნავდა, რომ კრემლი დამატებით 2014 წელს დაპყრობილთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ დიდი ტერიტორიაზე აცხადებდა პრეტენზიას.


 

ომი 24 თებერვალს დაიწყო, მაგრამ ეს სიტყვა რუსეთში აკრძალეს. მოსკოვი დღემდე ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომს კი არა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ აწარმოებს, თუმცა ამ „ოპერაციაში“ მონაწილეებს ომის ვეტერანის სტატუსს ანიჭებს. პუტინი უკრაინის მხარეს მებრძოლ უცხოელ მოხალისეებს დაემუქრა, რომ სამხედრო ტყვეებივით კი არა სამხედრო დამნაშავეებივით მოექცეოდა, ორ კვირაში კი თავად მიიწვია სირიელი „მოხალისეები.“ რუსეთში ასევე ამტკიცებენ, რომ უკრაინაში სპეციალური ღამურები გამოჰყავდათ, რათა მათ შემდეგ სპეციალურად შემუშავებული დაავადებებით მხოლოდ ეთნიკურად რუსები დაეხოცა.

 

რუსეთმა ერთ თვეში ბირთვული არსენალის გარდა აბსოლუტურად ყველა ტიპის იარაღი გამოიყენა, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტები, კასეტური ბომბები, აკრძალული თერმობარული და ფოსფორის ბომბები. დაბომბა ყველაფერი: საცხოვრებელი კორპუსები, საავადმყოფოები, სამშობიარო, საბავშვო ბაღები, ბავშვთა სახლები, სკოლები, უნივერსიტეტი, მოხუცთა თავშესაფარი, თეატრი სადაც 1000-მდე ადამიანი აფარებდა თავს... დახვრიტა პურის რიგში მდგომი ხალხი, მაგრამ უკრაინული წინააღმდეგობა მაინც ვერ გატეხა.

 

ომის დაწყებიდან 3 დღე რუსეთი ამტკიცებდა, რომ ცოცხალი ძალის დანაკარგი არ გააჩნდათ, მეოთხე დღეს 494 მოკლული აღიარა, 21 მარტს კი 9861 დაღუპული, თუმცა ეს ინფორმაცია მალევე უარყვეს.

 

პუტინის მოლოდინისა და ბრძანების საწინააღმდეგოდ რუსულმა არმიამ არათუ კიევი ვერც ხარკივი (ხარკოვი) აიღო, ვერც ოდესა და ვერც ალყაში მოქცეული მარიუპოლი. 23 მარტს უკრაინამ ქალაქი ირპინი გაათავისუფლა და ხარკივის ოლქიდანაც გარეკა მტერი.

 

ზელენსკი NATO-ს ცის ჩაკეტვას უკვე 1 თვეა სთხოვს, ალიანსი რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციას ერიდება, სანაცვლოდ კი კიევს ჯაველინებს, სტინგერებსა და ბაირაქტარებს აწვდის, ასევე სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის.

 

კიევი სპეციალური პირობებითა და მყარი გარანტიებით ნეიტრალიტეტზე თანახმაა, მაგრამ მოსკოვი ყირიმის რუსეთად აღიარებასა და დონბასზე ოფიციალურად უარის თქმას ითხოვს. უკრაინაში კი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კაპიტულაციის წინააღმდეგია.

 

რაც დრო გადის რუსულ არმიაში მოტივაცია თანდათან კლებულობს, ჯაველინებთან ერთად მათ ტანკებზე ტრაქტორებიც ნადირობენ. ოკუპანტები ახალ ტერიტორიებს ვეღარ იპყრობენ და ზოგჯერ დაკავებული პოზიციებიდან უკან დახევაც უწევთ.

 

ომში წარუმატებლობას აქამდე უპრეცედენტო მასშტაბის სანქციებიც დაემატა. ანალიტიკოსები 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის მინიმუმ 8%-იან ვარდნას ელოდებიან.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up