2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ერთობლივი ქონება 94 მილიარდი დოლარით შემცირდა. აღნიშნული მონაცემები Bloomberg Billionaires Index-ში გამოქვეყნდა. ერთი თვის წინ ეს ზარალი მხოლოდ 54 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
ყველაზე მეტი ქონება 9,8 მილიარდი დოლარი, ალექსეი მორდაშოვმა დაკარგა (ახლა მისი ქონება 19,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული). გენადი ტიმჩენკოს დანაკარგი 9,7 მილიარდი დოლარია (ახლა 12,8 მილიარდი დოლარი აქვს), ხოლო ვლადიმერ ლისინის 9,1 მილიარდი დოლარი (ახლა 18,9 მილიარდი დოლარი აქვს).
რომან აბრამოვიჩმა, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში მნიშვნელოვანი აქტივები ეკუთვნის, მათ შორისაა წილი საფეხბურთო კლუბ „ჩელსიში”, თავისი ქონების თითქმის ნახევარი დაკარგა. მისი კაპიტალი 8,3 მილიარდით შემცირდა და ახლა 9,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ამ დროისთვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში რუსეთის 27 მოქალაქეა.
Tass.com