რუსეთის ვიცე-პრემიერის ოჯახს 50 მილიარდი რუბლის ქონება აღმოუჩინეს. ნავალნის გუნდმა გამოაქვეყნა გამოძიება რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის, ტატიანა გოლიკოვას ოჯახის აქტივების შესახებ. ოპოზიციონერის წარმომადგენლების თქმით, თანამდებობის პირისა და მისი ოჯახმა $830 მილიონი მოპარული ვაქცინის ფულით ევროპაში 5 ვილა და გოლფის კლუბი იყიდა.
"ტატიანა გოლიკოვას პირადი ქონება მეტია, ვიდრე სვერდლოვსკის რეგიონის მთელი ხარჯი ჯანდაცვაზე, ეს არის მთელი კალუგის რეგიონის ხუთი წლის ბიუჯეტი ჯანდაცვაზე", - აცხადებენ გამოძიების ავტორები.
რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერს, ნავალნის გუნდის ინფორმაციით, 32 მილიონი დოლარის ღირებულების პირადი თვითმფრინავი Bombardier Challenger 600-იც აქვს.